Dutchრომელი ვექტრა გინდა? ანუ რესტაილინგი 1999დან-2002მდე თუ 1995დან-1999მდე მოდელები?
მე პირადად 2000 წლიანი მყავდა 1.8 ეკოტეკი 16 კლაპნიანი X18XE1 ძრავით, მექანიკური კოლოფით. ქალაქში მიწვავდა 10 ლიტრამდე, ხოლო ტრასაზე ტახომეტრს თუ 2'ს არ გადააცილებ 5.5 ლიტრი გამოდის, ისე ნორმალური სვლით 6 ლიტრი, შერეული 7/8.
ლიფტბექ კუზაოზე თუ აიღებ გაგიჟდები რა ჩამტეობა ექნება მაგას... ყველაფრის თრევა შეგიძლია

2000+ იანების 1.8 ძრავზე ზოგი ნაწილი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ძველ 1.8 ეკოტეკზე, მაგალითად თერმოსტატში 100 ლარი მივეცი წინა წელს.
აუცილებლად უნდა შეცვალო ძრავის ღვედი, დამჭიმი და ე.წ. 2 როლიკი + წყლის ტუმბოც (ანუ პომპა) ეგ ყველაფერი ხელობით 100 დოლარის საკითხია, ერთხელ შეცვლი და იარე რამდენიც გაგიხარდება

(ნუ 60 000 ზე მეტს თუ გაივლი სხვა ამბავია

). ასევე სასურველია რომ სცეპლენია არ ბუქსაობდეს
ზეთი სასურველია გამოიყენო სინთეთიკა და 95 ოქტანობის საწვავი ჩაასხა, თუმცა მე პირადად ნახევარ სინთეთიკაზეც ვამუშავე უპრობლემოდ, ნუ ჯობია ეგ არ ქნა მაინც...
სავალი ნაწილები იაფია და გამძლე, ძარის ნაწილებიც არაა ძვირი. არავის დაუჯერო რომ ვექტრაზე უკანა დაკიდება დამოუკიდებელია და ძვირია შენახვა, მანდ არაფერი გაგიფუჭდება, 3 წელიწადში რაც ვიარე მაგით, ცუდ გზებზე, სათევზაოდ და ა.შ. მარტო 20 ლარიანი ჭრიჭინები შევცვალე.
ყიდვისას აუცილებლად ყურადღება მიაქციე ცივ ძრავზე ხო არ აქვს რაკა რუკის ხმა, ე.წ. ტალკაწელების ხმა. ელექტროობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.
მოკლედ თუ 2.0'ს იშოვი კაი ვარიანტი იქნება, 1.6'ს მე პირადად არ ავიღებდი, ვექტრასთვის პატარა ძრავია მაინც და რაც მთავარია არავის დაუჯერო რომ ე.წ. 'პრასტოი' კაია, ხოლო ეკოტეკი 'კაპრიზნი' ძრავია. ზეთი დროულად გამოცვალე, ღვედი და ნორმალური საწვავი ასხი, მოგემსახურება ვირივით + გაზზეც მუშაობს იდეალურად, ბოლო ბოლო სად 1.6 პრასტოის 75 ცხენი და სად 1.6 ეკოტეკის 101, ასე რომ კარგი მანქანაა მე გირჩევდი მაგას

რამე თუ გაიტერესებს შემეკითხე, მე თუ არ ვიცი ბიჭები დაგეხმარებიან

წარმატებები
This post has been edited by yurmetal on 1 Oct 2014, 17:22