ხოდა ასეა თუ ისეა მიილია სამი წელი რაც მყავს ჩემი გოგონა.
მოკლედ სავარაუდო კანდიდატები ყიდვისას იყვნენ ფიტი, სუზუკი ჯიმნი ალფა 147 და კიდევ რამდენიმე სხვა.
გადაქექილი მქონდა დრომ.რუ და სხვა საიტები, რათქმაუნდა ფორუმსაც ვათვალიერებდი. აქ მხოლოდ თემა იყო ჯერ და კლუბის ამაბავი ჯერ პერსპექტივაშიც არ იყო. მამაჩემმა მკითხა ერთხელ რა მანქანას ყიდულობ დამანახეო და ვერ ვაჩვენე, ძალიან ცოტა დადიოდა ფიტი.

მოკლედ გადავწყვიტე ყიდვა და დავიწყე ძებნა. რამდენიმე უაზრო ვარიანტის ნახვის შემდეგ ჩქიმაუტოზე 10 წუთის დადებულ განცხადებას დავურეკე მივედი ვნახე და ნახევრად ვიყიდე, ანუ მეორე დღეს უნდა წამეყვანა შესამოწმებლად და თუ არაფერი იქნებოდა საშიში ვიყიდდი. უბრალო 1.3 2002წლიანი მაგრამ რაღაც ძაან "სვეჟი" იყო 58K გარბენით, ვიღაცამ ჩამოუყვანა შვილს და შვილს არ მოეწონა და ამიტომ ყიდდა. მეორე დღეს ადამასაც ვაჩვენე, ომეგა მოტორსშიც შევახედე და ჩათვალე ახალ მანქანას ყიდულობო ორივეგან ერთი პასუხი მითხრეს. მეორე დღეს ჭამოვიყვანე და იმის მერე არ გამიჩერებია

მოვიარე ნახევარზი მეტი გურჯისტანი, რაც იაპონელმა 9 წელში გაატარა მე 3წელში დავამატე

არ დამიზოგია არსად მაგრამ არც მეტი მომითხოვია შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მძინებია, ძინებიათ, დაგვილევია, გვიჩხუბია, უმნაიროებიც მიქნია მანქანაში და არაფერზე არ ვუწყენინებივარ

წვავს ცოტას. მეზარება დეტალურად ახსნა, ტრასაზე 5ზე ნაკლებს ქალაქში 6 - 6.5 . ამას დაჩიკის გამოთვლით არ ვამბობ. რეალურად ესე წვავს ჩემი. ქალაქში დამიწვია 5იც და დამიწვია 11ც. სიარულის მანერაზეა. რამდენსაც გინდა დააწვევინებ. არაა პრობლემა

ამ პერიოდში შევცვალე
1. ზეთი ძრავში +ფილტრი რამდენჯერ არ მახსოვს უკვე
2. ზეთი კარობკაში 3X
3. სტერჟინი წინა მაჯვენა
4. ჰაერის ფილტრი 3X
5. სტუპიცა უკანა მარჯვენა
6. აღვადგინე წინა მარჯვენა ამორტიზატორი.
7. სვეჩები 8X
მემგონი სამ წლიანი ექსპლუატაციისთვის საკმაოდ ცოტაა

)
მევასება ჩემი მანქანა ისეთი როგორიცაა. გამიმწარებია კიდეც ბევრი ამ მანქანით და მიამაყია კიდეც. იმედია ჩემს ხელში დალევს სულ დიდი ხნის შემდეგ.
სხვა მანქანაზეც ვფიქრობ, მაგრამ იმედი მაქვს ამასაც შევინარჩუნებ

ხოდა ესე რა.
მეიქ მი gatangul ბეიბი..