ე.ი. ჩემი გულისტკივილი უნდა გაგიზიაროთ:
გუშინ სადღაც მივდიოდი და ერთმა მანქანამ დამირღვია და დავუსიგნალე. მომიყენა გვერდით მანქანა და მეუბნება: გოგო ხარ და მოძრაობის წესები არ გეცოდინება, ჩემი გზა იყო ეხლაო. ავუხსენი, რატომ იყო ჩემი და არა მისი გზა. გაჩუმდა - წავიდა.
ცოტა ხნის წინ მანქანა რომ მყავდა გაფუჭებული, გზაზე ჩამიქრა და ვეღარ იქოქებოდა. უკან ერთმა მძღოლმა გააჩერა, გადმოვიდა და მეუბნება, ბენზინი გაგითავდებოდა და იმიტომ არ იქოქებაო.
მეთქი, მაქვს ბენზინი. არა, გოგო ხარ და არ გესმის, ბენზინი აღარ გაქვს უეჭველიო :|
ისეთი შევუბღვირე, ჩაჯდა მანქანაში - წავიდა.
მერე ხელოსანთან რომ მივიყვანე მანქანა, ვუყვები, ცოტა ხნის წინ ჩამიქრა მანქანა და აღარ იქოქებოდათქო და მეუბნება, მოიცა, ქოქავდი და აღარ იქოქებოდაო? ;(
მეთქი, ხოოოო.
ჩაჯდა ჩემს მანქანაში, გასაღები გადაატრიალა და მეუბნება, ასე აკეთებდი და არ იქოქებოდაო? : ((((((
აი, რა დამოკიდებულებაა ეხლა ეს?