გამარჯობა.
მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ...
თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა შეექმნა შეძლებს მეტნაკლებად გაერკვეს სიტუაციაში.
ჩემი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ მაღალ აბაროტებზე, მაქსიმალური აჩქარების დროს მანქანას "ძიორგანიები" ქონდა.
"შინაურ პირობებში" ჩატარებულმა დიაგნოსტიკამ ამოაგდო შემდეგი კოდები:
P1332
P0013
(ეს ორივე "რასპრედვალს უკავშირდება მამგონი)
P0305
მეხუთე ცილინდრის პრობლემა (misfire)
(ფილტრები გამოცვლილი მქონდა ჰაერისაც და ბენზინისაც)
მოკლედ დღეს ყველა გამოცდილების საწინააღმდეგოდ წავედი თეგეტაში, ოღონდ ამ შემთხვევაში კონკრეტულ ხელოსანთან.
კომპიუტერზე საფუძვლიანმა შემოწმებამ ამოაგდო "რასპრედვალის მდგომარეობის" შეცდომა და ეჭვი ეგრეთ წოდებულ "სოლენოიდ დატჩიკზე" მიდგა, რომელიც ინფორმაციას "კალენჩატი ვალიდან" იღებს და "რასპრედვალი" სინქრონში მოყავს მასთან.
სისტემა "დავსბროსეთ"
მერე გავიარე ერთი და რომ მოვბრუნდი ეს შეცდომა უკვე აღარ ჩანდა კომპიუტერზე შემოწმებისას, აჩვენა მხოლოდ მეხუთე ცილინდრის "misfire"
შემდგომმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მეხუთე ცილინდრზე ბაბინა აღარ მუშაობს.
სვეჩებიც, როგორც აღმოჩნდა "ზავადსკოი" უყენია

))
მოკლედ სვეჩები და ბაბინა გამოვცვალე.
როგორც კობამ (ხელოსანი) ამიხსნა იმ მომენტში, როცა მეხუთე ცილინდრის ბაბინა გაითიშა ამ სოლენოიდ სენსროს შეიძლება არეოდა რასპრედვალის მხარეს ათვლა და ამიტომ ამოეგდო შეცდომა "რასპრედვალთან" მიმართებაში.
ახლა მანქანა დადის მშვენივრად, არანაირი "ძიორგანიები" ველოდები, რომ უკეთესი იქნება ვიდრე მანამდე იყო

დავაკვირდები და შევამოწმებ ისევ "რასპრედვალის" მხარეს თუ რამეს ამოაგდებს.
მოკლედ მე რომ პრობლემა შემექმა ყველა ფორუმი გადავიკითხე მგონი

იმედია ვინმეს გამოადგება ეს პოსტი მომავალში და აიცილებს ნერვიულობას და ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს.