კეთილო ხალხო, თანდათან ყელში ამომდის ბმვ და ვიცი მე ვოლვოს გარეშე ვერ გავძლებ. ჰოდა რამდენიმე თვეში ვფიქრობ ვოლვოზე გადაჯდომას. მოკლედ ს60 მაინტერესებს. ზოგადად რო გამძლეა ვიცი, მარა რა აქვს ასე თუ ისე მინუსი, რაც უშუალოდ ხმარებაში გამოჩნდა, როგორც ვიცი რამდენიმეს გყავთ აქ ს60 ები. უფრო მეტად კი მაინტერესებს 2.4 უტურბინო, ნუ ტურბინიანზეც არ ვიტყვი უარს, უბრალოდ ბევრი მიწევს სიარული და წვის ამბავი მაინტერესებს

ავტომატიკა ნაკლებად მინდა, უფრო მექანიკას ვფიქრობ.
1)2.4 უტურბინო მექანიკა რამდენს წვავს ქალაქში/ტრასაზე (ძირითადად ამ ვარიანტზე ვფიქრობ)
2) პატივცემული T5 რამდენად უპრობლემოა და მაგის წვა, როგორც მექანიკის ისე ტიპტრონიკის. ოღონდ რეალური და არა ისეთი, 4.4 იან X5 ებზე რო 13 ლიტრს გაიძახიან პატრონები ქალაქში წვას
3) 2.4 ტურბო და 2.5 ტურბოა კიდე. რაც ჩვენთანაა გავრცელებული ძრავები და ამათზეც მითხარით 1-2 სიტყვა.
გიომშვიდობაში ეკონომიურ/ეკოლოგიური და გამძლე მანქანა

ერთ 5 წელში ვოლვოს 400 ცხენიანი ჰიბრიდი მოგველოცოს
This post has been edited by volovo s on 8 Jul 2015, 21:51