Kamanchმშვიდობაში!

მე აღარ მინდა უკვე ჯიპი, ფული რომ მექნება, პირდაპირ ბეტეერს ვიყიდი.

ვდგავარ იმ დღეს საბურთალოს დანიურთან პატიოსნად შუქნიშანზე ზოლში მანქანით, უკან გაიპო ვიღაც სიგნალით, წინა მხარეს გვერდით პატარა ადგილი იყო და ცარიელს რომ ხედავდა, ვერ ისვენებდა. მე რომ არ დავიძარი, ადგა და თვითონ შეეკვეხა, თან ისე, რომ გამისვა და აქეთ დამიწყო ჩხუბი, რომ გისიგნალებდი, რატომ არ გაწიე მანქანაო. მეთქი, შენსავით სხვისთვის რომ არ გამესვა, იმიტომ-თქო, არ გამისვამს, სარკე მომეკეცაო, ამ დროს აინთო მწვანე და დაგაზა, თან მანდ პიკის სააათში საცობია, იმის დედა ვატირე, მაგრამ უკებ გადამეკეტა, რომ დავგაზე მეც, რა მინდოდა, არ ვიცი, მაგრამ ტელევიზიასთან გადავაყენებინე. მერე შევამჩნიე, რომ ტაქსი იყო და ისედაც ვინც არ უნდა ყოფილიყო, გაკეთებას ვერ მოვთხოვდი, შემთხვევის ადგილიდან დაძრული გვყავდა მანქანები, მაგრამ სათქმელი ვუთხარი ბოლომდე (ველაპარაკე ჭეშმარიტ ღმერთზე

), ავუხსენი, რომ სხვა დროს ეგრე აღარ მოიქცეს, ბოდიში მოვახდევინე და წამოვედი კმაყოფილი.

ერთი პირობა შეეშინდა კიდეც, პატრულს ექსპერტიზაზე ხომ არ დაურეკავო, მეთქი ჩემი ძმა, ისე მშია, სამსახურიდან მოვდივარ, პატრული კი არა, ლამისაა შენ გადაგყლაპო შენი პეტუშოკიანად-მეთქი და წამოვედი.

ცხოვრებაში ასეთი რამე არ გამიკეთებია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი მჭირს.
This post has been edited by DOLPHIN on 1 Oct 2015, 15:03
“Life is a lot like jazz. . . It’s best when you improvise. . .”