ღლონტი VS სიდედრი

* * *
KinGioისე რასაც გიყურებ ამაზე მაგარი არაფერი დაგიწერია
ერთხელ როდესაც მეგობრობას აუბა მხარი,
ლომს რესტორანში საქეიფოდ შემოჰყვა ხარი,
და რადგან ჰქონდათ ჯანმრთელობა ორივეს რკინის ,
გათენებამდე აღარ მორჩნენ დალევას ღვინის,
აღარ უჩანდა მათ უაზრო ღრიანცელს ზღვარი,
მაგრამ უეცრად ტელეფონის გაისმა ზარი,
და ხმის კანკალით ფერწასული სუფრასთან მჯდომი
ახლავე მოვალ - ჩურჩულებდა ყურმილში ლომი.
ვინაა ასე რომ გაშინებს- გაოცდა ხარი,
როდესაც ლომში ამოიცნო უეცრად ცხვარი.
გთხოვ მაპატიო - ლომმა უთხრა
- ცოლია ჩემი
დღეს ჩვენ ოჯახში მას ეკუთვნის მთავარი როლი.
ხარს გაუკვირდა- ცოლს რად აძლევ უფლებებს ამდენს
მე მაგალითად ჩემი ცოლი სულ კუდში დამდევს.
ლომს გაეცინა -ცოლს ძნელია მოუგო ომი
შენი ცოლი ხომ ძ რ ო ხ ა ა დ ა ჩ ე მ ი კ ი ლ ო მ ი!!
მეც ამბის ბოლო რათქმაუნდა იქითკენ მიმყავს
რომ სანამ ცოლთან ჩხუბს დაიწყებ დაფიქრდე ვინ გყავს !