სეატი მაგარი მანქანაა, გოლფის ნაწილებზეა მარა გოლფზე ვირია მემგონი

მეც მყავდა იბიცა, ოღონდ 96 წლიანი იყო თუ სწორად მახსოვს, 1 წელი ვიხმარე ზუსტად, ოღონდ ეგრე სასტიკად მანქანა არავის უხმარია. არ გაჩერებულა არსად. როგორც სივიკი, როგორც ნივა, როგორც მალალიტრაჟკა, როგორც ტრაქტორი და რავი, ალბათ კოსმიური ხომალდიც

ყველანაირად გამოვიყენე და ბოლოს ძალით სანამ არ დავამტვრიე არ მოვისვენე. კაპიკებში გავყიდე, დავაქოქინე და ისე გავატანე მანქანა, მყიდველი გაგიჟდა მაგაზე, ჩაქუჩით გაასწორა ყველაფერი, მარტო რადიატორი შეცვალა, იმის მერე 4 ჯერ დაამტვრიეს და დაშლილებში ჩაბარებას უპირებდნენ, არვიცი ჩააბარეს თუ არა მარა 1 თვის წინ გავაძრე თბილისის ზღვის ტრასაზე მაგარს იდგავდა ჩემი ბედკრული

ცრემლები კინაღამ წამომივიდა, გული ჩამწყდა და მაგრად გამისწორდა რო კიდე უდგას სული...

ესეც ჩემი ბედაური