სალამი ბიჭებს. ერთი პრობლემა მაქვს, თუ შეგიძლიათ ვინმე რომ გამომეხმაუროთ!
მყავს 2004-იანი უტურბინო ფორესტერი 2.0 იაპოშკა, მიყენია გაზი IV თაობა, ჩეკს არ ანთებს, ანუ ხარვეზი დიაგნოსტიკაზე არ ჩანს, პრობლემა სავარაუდოდ გაზს არ ეხება, ბენზინზეც აქვს ე.წ. ისკრის ჩავარდნა, ოღონდ იმდენად არ ეტყობა როგორც გაზზე, ბოქსებში ლოგირებით გამოჩნდა:
1. რაღაც მომენტებში დენს კარგავს ხან დაბალ ხან მაღალ აბაროტზე, ცივზე ვიბრაცია აქვს, ცხელზე არ ეტყობა, სვეჩები შევცვალე რამოდენიმეჯერ, პრავოდკაც შევცვალე 2-ჯერ ამჟამად სილიკონის 8-იანი მიყენია და ახალი ორიგინალი საბარგულით დამაქვს

, ბაბინა ორი სხვადასხვა დავაყენე და ეგივე პრობლემა აქვს.
2. სადღაც ჰაერს იპარავსო, მაგრამ ეგ არაფერიაო.
3. ლამბდა უჩვენა, მაგრამ დამწვარი არაა და ესეც არაფერიაო.
მოკლედ ასეთ შარში ვარ და იქნებ მიმასწავლოთ სადმე ვინმე ვინც შეძლებს ამ დენის დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას.
მადლობა წინასწარ!