შენს ადგილას მე პიცოტის ყიდვისას შევამოწმებდი შემდეგს სანამ მანქანას ვიყიდდი:
1. CO-ზე შემოწმება რაც გამორიცხავს ძრავის გადახურების პრობლემას. ყურადღებით შეამოწმე გაგრილების სისტემა. ძალიან მაგარი უყენია BMW-ს ბევრი კი პირიქით იძახის უბრალოდ არ უნდა აურიოს.
2. ზეთი აუცილებლად იკითხე რას ასხავს, სიბლანტეს ვგულისხმობ. თუ 5W40-ზე უსხია და იკლება 1.5 ლიტრს არაფერია. ხოლო თუ 15W40 უსხია (მინერალი) და მაგდენს იკლებს უკვე საპრობლემოა.
3. თუ მანქანა დაქოქვისას ცივზე ბოლავს ან ნახადუ ბოლავს სალნიკების ბრალი იქნება ან ყველაზე ცუდი კოლიცოების. სალნიკები იაფი საქმეა კოლიცოები კი ძრავის გახსნას მოითხოვს.
4. თუ კომპრესიაზე შეამოწმებ ცილინდრებს ხო კაი თუ არადა ეგეც არაფერი, სიარულზე შეატყობ და წვაზე + თუ ბოლავს.
5. დიაფრაგმაშიც შეაშვებინე ბოლი.
6. ASC და ABS არ ანთებდეს და ბლოკი არ იყოს შესაცვლელი.
7. დალშე გადადი კუზაოზე და ამორტიზატორებზე.
პირადი გამოცდილებიდან ესენი ვიცი თუ კიდევ ვინმემ რამე იცით რაც აუცილებელია დაამატეთ წარმატებები