გავაცამტვერო ეს მოსაზრება და გავახარო ის პროფესორები?

დამადაბლებლის გარეშე, ჰაერში აწეულ მანქანაზე, წინა ბორბლების დატრიალებას რატო ელოდებით, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?
კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც არაერთხელ დამიწერია:
ჩვეულებრივ მდგომარეობაში, როცა არც ბუქსაობს, არც უხვევს და არც არაფერი არ ხდება, 247 რაზდატკიან მანქანებზე გადაცემის 100% მიდის უკანა თვლებზე და მანქანა არის როგორც უკანა ამძრავი!
როგორც კი მოხვევას იწყებთ, ან სადმე რამე გაუჭირდება, მოკლედ წინა და უკანა თვლებს შორის ბრუნთაშორის სხვაობა წარმოიშვება, მუშაობას იწყებს გეროტორული ნასოსი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად ბლოკავს გეროდისკს და წინა თვლები იწყებს უკანების დახმარებას!
მე მგონი ეხლა გასაგებია რატო არ ტრიალებს ჰაერში აწეულ მანქანაზე წინა თვლები.
პანიჟენის ჩართვას რაც შეეხება - პანიჟენის დროს ცენტრი იბლოკება ზემოხსენებული პრინციპით სრულად, 100%-ით და შესაბამისად გადაცემები წინა და უკანა პოულუოსებზე მოდის 50/50.
ამ დროს წინა ხიდი ფაქტიურად ხისტადაა მიერთებული.
აქედან გამომდინარე, ჰაერში აწეულ მანქანაზე, პანიჟენის ჩართვის შემთხვევაში ორივე ხიდი არის ამძრავი და ტრიალებს ოთხივე საბურავი!
რაც შეეხება წინა კარდნის ჩახსნას.
ზღაპარია ის, რომ ამ დროს მანქანა ვერ დადის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგ დროს, გადაცემა 100%-ით მიეწოდება უკან და მანქანა არის ჩვეულებრივი უკანა წამყვანი. დადის ტყვიასავით და ბუქსაობა-ბუქსაობით.
საკმაო ხანი ვიარე ეგეთი კვადრა დრაივით და შეგიძლიათ არ მეკამათოთ
ჯვარედინადაც ბუქსაობს...