რომ შჰემეძლოს მაგ გემს კურსს შევუცვლიდი და პირდაპირ ფოთში მოგაყენებდი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩემი ამბავი მოგიყვე და ამით დაგამშვიდო.
წინა ავტო 2008 წლის ივლისში ვიყიდე, თურქეთის ბოლო პორტიდან 08.08.2008 გამოვიდა.
გამოსცდა ბოსფორს, ის იყო ფოთში უნდა შემოსულიყო და ატყდა მარა რა ატყდა. წავიდა ფოთის პორტის დაბომბვა.
გემსაც დაახვევიეს და კოსტანცაში უკრეს თავი.სანამ ყველაფერი არ დაწყნარდა მანამ იქ იყო კონტეინერი
მერე კი მშვიდობიანად მოცურდა საქართველოს ნაპირებთან, მართალია სექტემბრის შუა რიცხვებში.
ნერვები აღარ მყოფნიდა ისეთ დღეში ვიყავი.
შენ კი რა გაქვს სადარდო, მშვიდად დაელოდე ამ წლის, შენთვის ერთ ერთ სასიამოვნო მოვლენას.
სიხარული კარზეა მომდგარი.
მალე მოგველოცოს !!!
patachi1985 რომ იცოდე მეც როგორ მენატრებით ყველა.
ამას წინ შოთიკო შემეხმიანა, ბიჭები შეკრებილიყვნენ და მწვადსა და სოკოწითელზე მეპატიჟებოდნენ.
არადა დილით ადრე აუცილებელ საქმეზე ვიყავი წასასვლელი.
ჩემი გული იმათ გაჰყვა. რა ვიჩალიჩე იმ საქმის გადასადებად მარა არაფერი გამომივიდა.
ერთი სიტყვით კაი სიტუაცია გავმაზე.
This post has been edited by KKaxaberi on 27 Oct 2014, 11:36
JEEP GRAND CHEROKEE WK .