წინა თემებში ზეთზე იყო საუბარი და ეხლა გამახსენდა.. ამას წინათ ერთ ახლობელს შევხვდი რომელსაც 1998 წლიანი ცრვ RD1 ყავდა 6 წელი(ვრზოსლი ტიპია).. რასაც ქვია საპალნე ვირივით იყენებდა იმ საცოდავ მანქანას -აგარკს აშენებდა სადღაც და მთელი სამშენებლო მასალები ამ მანქანით გადაქონდა საშინლად დანგრეულ გზებზე და სანამ არ ააშენა ის დაჩა ერთი დღე არ გაამაზინა თავის მანქანას მუშაობა

ხოდა რა მინდოდა მეთქვა.. ვკითხე კარობკაში ზეთი რამდენზე შეუცვალეთქო და მერე რამდენ კმ-ზე უცვლიდი მეთქი?.. პასუხი არ გაინტერესებთ? -რაიო? გურული კაცია და თავისებური კილოთი ისე გაიკვირვა უცებ გამომაფხიზლა

ერთადერთხელ ჩავუმატე ცოტა(დაკლებული იყო შუპზეო) და შეცვლით არასოდეს შემიცვლიაო

ისე გავყიდე არანაირი პრობლემა კაროპკას და ზოგადად მანქანას არ ქონიაო!!! ჩემს მეორე ახლობელს ჩეროკზე(ავტომატიკა) აქვს იგივე ისტორია.. 13 წლის მანქანაა(თვითონ 9-ე წელია ყავს)და ზეთი კარობკაში არ აქვს შცვლილი და არის მხეცივით.
აქედან გამომდინარე ერთ კითხვას დავსვამ ეხლა.. კი ვიცი, რომ ზეთი დროთა განმავლობაში კარგავს თავის თვისებებს და აუცილებლად უნდა გამოიცვალოს(და მეც გამოვუცვლი სადღაც 150-ზე რო ავალ). მაგრამ ვინმე არის ამ ფორუმზე ისეთი ან იცით ვინმე ვისაც იაპონიიდან ჩამოყოლილი ზეთის არ შეცვლის გამო კაროპკა გაუფუჭდა? ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისეთები ჩანს ვისაც აქ არასწორი შეცვლის გამო დაუზიანეს ავტომატური კოლოფი

მართლა მაინტერესებს თუა ეგეთი ფაქტები.. იქნებ 100-150 000 მეტი რესურსი აქვს ამ დალოცვილ იაპონურ ქარხნულ ზეთს და ვჩქარობთ ხოლმე გამოცვლას?