კეთილ ხალხს მხურვალე გამარჯობა.
ქალაქში 1.3 ძრავზე წვას რაც შეეხება, მე ჩემ შემთხვევას დავწერ.
1 თვეა კომპიუტერი ქალაქში მიწერს ხან 11 ხან 12 ხან კიდევ 14 მაქსიმუმ (ყოველ დღე საცობებში ვარ სულ ცოტა 15-30 წუთიანი)
მომიწია დასავლეთში წასვლა, გავავსე ავზი (როგორც ყოველთვის რომპეტრილის პრემიუმით) ჩამოვყარე კომპიუტერის მაჩვენებელი და დილის 5 საათზე დავადექი ავტობანს.
ვიარე სადღაც 100 - 120 კმ/სთ სიჩქარით, დასავლეთის მიმართულებით ავტობანზე თავიდან მარტო მე და 545 ბმჭ მივდიოდით (ნუ ბმჭ 10 წამში გაქრა თვალსა და ხელს შუა

)
მოგკლედ ტრასაზე გავიარე სადღაც 350 კმ და ბორტკომპიუტერზე საწვავის წვის მაჩვენებელი დავიდა შედარებით სასიამოვნო ციფრამდე 22 - 23 km/l

მეტი ვერაო, ზამთრის საბურავები მაინც თავის როლს თამაშობს

მემოგნი ანომალია არაა, დიდი ალბათობით
გამართულ ფიტზე ქალაქში ბენზინის წვის მომატების მიზეზებია:
1. უაზრო და აუტანელი საცობები (მოკითხვა მერიას

)
2. უაზრო და განადგურებული გზები (მოკითხვა მერიას

)
3. შედარებით ცივი ამინდები (მადლობა ბუნებას

)
4. დაბინძურებული ჰაერი (ძალიან ბევრი გაუმართავი მანქანა დადის ქალაქში. მოკითხვა კანონმდებლებს

)
სხვა არვიცი. ყველას მწვანე გზა.
