mind_augerჯერ ვინს რომ გამოართმევ კარფაქსზე შეამოწმებ რა ისტორია ქონდა ამერიკაში.. ასევე ვინით უნდა მოძებნო სურათები რა დაზიანებით გაიყიდა.. და აქ შემოწმებაში იგულისხმება კომპ. დიაგნოსტიკა, მოტორისტი, ხადავიკი და კარობკა რომ შეამოწმებინო...
თუ ნაცნობი ხელსნები არ გყავს ვისაც ენდობი, მაშინ მოგიწევს ან თეგეტაში ან ცენტრში შეამოწმებინე, რაც შედარებით ძვირი დაგიჯდება.
რაც შეეხება ყიდვას... ურეკავ,ეკითხები რა დაზიანება ქონდა, რა გაუკეთა,ანუ ეხლა რა მდგომარეობაშია,ეკითხები ბოლო ფასს და თხოვ რომ ვინ კოდი გამოგიგზავნოს

ვინ-კოდით შეამოწმებ კარფაქსზე და ეცდები ნახო დაზიანების სურატები, თუ ეს ყველაფერი დაგაკმაყოფილებს ურეკავ,უთანხმდები შეხვედრაზე, მიდიხარ და ადგილზე ნახულობ მანქანას. თუ ვიზუალურად მოგეწონება ეუბნები რომ ყიდულობ მანქანას თუ შემოწმებისას რამე პრობლემა არ აღმოჩნდება. ბე-ს მიცემა საჭირო არ არის, მოცლილი არც შენ ხარ და არც ის რომ რამოდენიმე საათი დაკარგო შემოწმებაზე თუ მყიდველი არ ხარ... ამიტომ სიტყვაზე გენდობა და წახვალთ შესამოწმებლად პატრონთან ერთად გზაში პახოდუ ნახავ როგორ დადის და რამე. შემოწმებისას თუ არაფერი არ აღმოჩნდება, მიდიხართ რუსთავში მაშინვე გადასაფორმებლად, თუ იმ დღესვე ვერ ახერხებ წასვლას მხოლოდ მაგ შემთხვევაში აძლევ ბე-ს.
თუკი რამე პრობლემა გამოჩნდება შემოწმებისას შენი გადასაწყვეტია თუ გაწყობს უნდა დააკლებინო გაკეთების ფასი ან მეტი ან ნაკლები ეგ უკვე ვაჭრობის თემაა... უეჭველი გეტყვის რომ რაღაც თანხის ქვემოთ არ უღირს გაყიდვა და მეტს არ დაგიკლებო.. ნუ ჩვეულებრივი სავაჭრო თემაა...