ძრავა ავტომობილის გულია, მაგრამ იდეალური სატრანსპორტო საშუალების შექმნისას სიმძლავრესთან ერთად სხვა მახასიათებლებიცაა გასათვალისწინებელი.
SUBARU-ს ინჟინრებმა არჩევანი ძრავის სასარგებლოდ გააკეთეს, რაც უზრუნველყოფს მათი ავტომობილის მთელ რიგ უპირატესობებს სხვა ავტომობილებთან შედარებით. ეს სისწრაფეში და ფუნქციონალურ თვისებებში გამოიხატება. BOXER სისტემის ძრავების ჰორიზონტალურ-ოპოზიტური კონსტრუქცია უზრუნველყოფს ყველა მექანიზმის სტაბილურად დაბალანსებულ მუშაობას. ერთმანეთის შემხვედრად მოძრავი დგუშების სისტემა არეგულირებს ანთების კამერებში წარმოშობილ ვიბრაციებს. მათი განლაგება, ოპტიმალური კომპაქტური ფორმა საშუალებას იძლევა შემცირდეს ძრავის ზომები, სიმძლავრის დაკარგვის გარეშე. ძრავის და მთლიანად ავტომობილის სიმძიმის ცენტრი მნიშვნელოვნადაა გადატანილი ქვევით, რაც ხელს უწყობს ავტომობილის მდგრადობის გაზრდას დიდი სიჩქარით მანევრირებისას. გაუმჯობესებული სტაბილიზაციის გამო ავტომობილი სწრაფად აღიდგენს თავის კურსს საჭის მკვეთრი მობრუნების შემდეგ. ძრავის ვიბრაციის შემცირების გამო სალონი უფრო კომფორტული და უხმაურო ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მოგზაურობისას. მძღოლი ნაკლებადაა დატვირთული და შეუძლია მთელი გულისყური ავტომობილის მართვაზე ჰქონდეს გადატანილი. ძრავის სიმძლავრე ისეა გათვლილი, რომ
SUBARU-ს მოდელის ნებისმიერი ავტომობილი დამაჯერებლად გადაადგილდებოდეს როგორც ხშირი მოულოდნელი სიტუაციების მქონე ქალაქის ინტენსიურ ნაკადებში, ასევე ქალაქგარეთა დასახლებებში, სადაც მნიშვნელოვანია არა სიჩქარე, არამედ გამწევი ძალა.
SUBARU-ს ჰორიზონტალურ-ოპოზიტური ძრავა ავტომობილის სრული კონტროლის საშუალებას იძლევა ნებისმიერ სიტუაციაში. SUBARU-ს ძრავა ადასტურებს ამ ოჯახის ნებისმიერი ავტომობილის სპორტულ ხასიათს და წარმოაჩენს მთელ თავის შესაძლებლობებს. SUBARU-ს ავტომობილების დინამიკა ცნობილი სარბოლო ტრეკების მკაცრ ბატალიებშია შემოწმებული. ასეთ შეჯიბრებებში კი მონაწილეობას იღებდნენ ფირმის მიერ მისი არსებობის განმავლობაში გამოშვებული სულ სხვადასხვა მოდელები. თქვენი ავტომობილი ყოველ წამს მზადაა რეაგირება მოახდინოს თქვენს სურვილზე სიჩქარის გასაზრდელად.
იაპონური საავტომობილო მრეწველობის კონცერნები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ თავიანთი ავტომობილების ძრავების ეკოლოგიურ მახასიათებლებს. უნიკალური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა საწვავის ხარჯვის გადიდების გარეშე გაიზარდოს ძრავების შესაძლებლობები, ამასთან მინიმუმამდე შემცირდეს მომწამვლელი ნივთიერებებისა და გაზების გამონაბოლქვი. ამ მხრივაც SUBARU-ს ავტომობილები მოწინავეთა რიგებშია და მათი სრულყოფა გრძელდება.
მფლობელის მოსაზრება
Subaru ძალიან საინტერესო მანქანაა. ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაც ჩემს მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. მაგალითად, ადვილად მანევრირებადია, მოსახვევებში არასდროს იხრება და არ ცურავს. მისი ბევრი თვისება აშკარად აკლია საქართველოში სხვა ფსევდო-კულტად ქცეულ ბრენდებს (მაგალითად BMW-ს). ამასთან, «ფორესტერი» ტევადია, აქვს საკმაოდ დიდი საბარგული, უამრავი სათავსო სალონში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, მას მერე, რაც «სუბარუ» შევიძინე, ასე ვთქვათ, ამოვწურე ჩემი მოთხოვნები ავტომობილის მიმართ - როგორც გარეგნულად, ასევე ინტერიერისა და სისწრაფის მხრივ.
ძალიან მიხარია, რომ სტერეოტიპი, რომელიც შექმნილი იყო მხოლოდ გარკვეული კონტიგენტის მიერ, რომელსაც ერთერთი ბრენდი ყველაზე სწრაფი ეგონა (განგებ არ ვასახელებ, ხვდებით ალბათ), Subaru-ს აქტიურად შემოსვლამ და გავრცელებამ საქართველოში ნაცარტუტად აქცია და სასიამოვნოა, რომ გარკვეულწილად მეც, ჩემი ავტომობილით, ამაში ვმონაწილეობ.
მოკლედ, «ფორესტერი» შესანიშნავი ავტომობილია მათთვის, ვისთვისაც მანქანა მხოლოდ გადაადგილების საშუალება არაა, ზოგადად ავტომობილები უყვარს და მის სპორტულ ხასიათს პატივს სცემს. ასეთი ხალხი ფორესტერში უამრავ ღირსებას აღმოაჩენს. გარდა ამისა, სპორტქარებისგან განსხვავებით, «ფორესტერის» მაღალი კლირენსი, სალონის დიდი მოცულობა და დახვეწილი სრული ამძრაობა როგორც მოგზაურობის, ასევე აქტიური დასვენების საშუალებასაც მოგცემთ. მანქანა საკმაოდ გამძლეა და თუ მას სათანადოდ მოუვლით, სერვისსაც იშვიათად მოგთხოვთ
forum.ge/?showtopic=34700068&hl=
ესეც წინა თემა...
ეს კი რეიტინგები
გio_cxel 197
picundela24 184
mcIgnOBARI 142
VADA 135
mazurskii 109
tom 92
SPHINX06 68
PIRVELII 55
SwissArmy 45
_ TANK_ 35
lagrezo 30
type-r 25
levvani 25
gsm-service 21
Donzvio 19
I-♥-Georgia 18
ყურშა 16
tevdoremusa 15
rockataka 15
Grass 14
kwintra 12
tvaradze 11
JPEG 11
7isLiv4ik 10
zuka911 10
აბა თქვენ იცით პირველი გვერდი ჩვენი მანქანის სურათები იყოს დადებული
პ.ს სუბარუს სიყვარულმა ახალი თემა მობ გამაკეთებინა წვალებით.
This post has been edited by picundela24 on 9 Dec 2014, 00:14