საინტერესოა. რა ჯდება და დეტალებიც რა თქმა უნდა.
რაოდენობას რაც შეეხება. წიგნში უწერია 7.7 ლიტრი. ეს იქნება მთელი მოცულობა.
თუ ჩამოცლით იცვლება მაშინ როგორც მახსოვს რუსები წერდნენ რო სადღაც 5 ლიტრი ჩამოიცლება. წინა თემაშიც მეწერა ვიღაცის კონკრეტული მაგალითიდან მოყვანილი.
თუ ავტომატით, მაშინ 8 ლიტრი მინიმუმ უნდა.
აქ დავიჯერო ავტომატიანი მარტო
goga1986,
zshakulashvili,
ჩეჩა ვართ?
არავის გამოუცვლია სხვა ზეთი, რო თავის გამოცდილება გაგვიზიაროს?
* * *
ეხლა დავრეკე იამატოში.
ნისანი მატიკ J არ აქვთ. აქვთ მიტასუ MITASU MULTI VEHICLE ATF. რომელსაც ვასხავთო ტიიდებში და პრობლემით არავინ მოსულაო.
რაც შეეხება ფასს.
დაფასოებული ბოთლში ღირს 1 ლიტრი - 25 ლარი.
ჩამოსასხმელი 1 ლიტრი - 22 ლარი.
გამოცვლას რაც შეეხება.
აპარატით - 45 ლარი.
ჩამოცლით - 10 ლარი.
ასევე ვიკითხე ავტომატით გამოცვლაზე თუა პრეტენზიები შემდგომში. ვინმე თუ მოსულა ჩივილით რო რამე გაუფუჭდა აპარატით გამოცვლის გამო.
99% ვინც ცვლის, ცვლის ავტომატითო და არაფერი პრობლემა არ არისო.
იცვლება იმ წნევაზე, რაც არის ტრანსმისიაში და რაც გამორიცხავს დაზიანებასო.
მოკლედ იამატოში ესეთი ამბებია.
-----------------------------------------------------------
ასევე დავრეკე ნისანის ცენტრში.
ნისანის ორიგინალი არ აქვთ. აქვთ chevron havoline.
ღირს ლიტრი - 25 ლარი.
შეცვლა ღირს 60 ლარი. ცვლიან ჩამოცლით (ჩამოცლაში 60 ლარი კაი მადაა

).
დაახლოებით 5 ლიტრი უნდაო და ჯამში გამოდის 185 ლარი ხელობიან ზეთიანა.
This post has been edited by ჩეჩა on 13 May 2015, 11:57