Depresionარაფერი არ გამოურეცხავთ. იქვე ჰქონდა აპარატი მარა მირჩია აპარატით არ გაგვეკეთებინა (ვარიატორს არ უხდებაო). როგორც მატორში ცვლიან ზეთს იმ პრინციპით იცვლება ზუსტად. ჩემთან 6 ლიტრი ჩამოიცალა და მაგდენივე ჩაამატა. ლიტრი ღირდა 29 ლარი. გარანტია 30 000 მითხრეს. ფილტრს ხელს არავინ არ კიდებს რომ გაიწმინდოს. ზოგადად ზეთის შეცვლისას ფილტრი უნდა გაიწმინდოს ან ახალი უნდა დააყენო. თავიდან მეც ასე მითხრეს მარა როცა გაიგეს რომ დაბალი გარბენი ჰქონდა მანქანას (65 000 კმ) მირჩიეს რომ ზეთის შემდეგ შეცვლაზე გამეწმინდა ან შემეცვალა ფილტრიც
შეტყობას რაც შეეხება: ჩემსას ჰქონდა რამდენიმე პრობლემა:
1. დატვირთული რომ ვიყავი და რესკ აღმართზე ავდიოდი მისცა დრაჟენია და მაგიტომ ვიჩქარე. ჯერჯერობით იგივე აღმართზე დატვირთული არ ავსულვარ ამიტომ ვერ გეტყვი რა შეიცვალა

2. აღმართზე (ან დაღმართზე) როცა გაზს ფეხს ავუშვებდი და მანქანა თავისით ჩერდებოდა რაღაცნაირი ხახუნის ხმა ისმოდა. შრიალებდა რაღაც. ეს პრობლემა ნაწილობრივ გამოსწორდა. მცირედი ხმა მაინც აქვს და დიდი იმედი მაქვს დროთა მანძილზე სრულად გამოსწორდება
3. მანქანის დაძვრისას მცირედი შეყოვნება რომელიც ასე თუ ისე გამოსწორდა
შეიძლება ითქვას კარობკასთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ გამოსწორდა. მე პირადად ვატყობ უკეთესობას. ზეთსაც ეტყობოდა რომ შავი იყო და შეცვლას ექვემდებარებოდა უკვე
ორიგინალი ნისან ნს2 მარტო ნისანის ცენტრში ჰქონდათ მე როგორც გავარკვიე მარა 300 ლარზე მეტი ჯდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე იამატოში შეცვლა. თეგეტაში ძაან თუ შეეხვეწები შეგიცვლიან აპარატის გარეშე მარა ისე ბოლომდე გიმტკიცებენ რომ აპარატით შეცვლა არის ყველაზე კარგი. მე მაინც შემეშინდა და თვენი არ ვიცი
* * *
otari-1988ტატიშვილის კლინიკა თუ იცი საბურთალოზე ზუსტად მაგის გვერდზეა