მე მხოლოდ რომპტეროლს და სულ რეგულარს ვასხავდი. ამასწინებზე თოვლი რო მოვიდა იმ დღეს ჩავასხი ზუსტად პრემიუმი და არ ვიცი თოვლიან და სველ გზას დავაბრალო თU რა არის, მაგრამ არ მომეწონა პრემიუმი. ეხლა შემდეგ ჩასხმაზე რეგულარს ვაპირებ და მერე პრემიუმს რო შევადარო ისევ.
ანუ არ მომეწონა რო სავარაუდოდ თოვლჭყაპიან გზაზე გაწევა ისეთი ვერ ჰქონდა.
რო ვყიდი მანქანას კი ჩანს ჩემი სიგნატურიდან.
ამას წინებზე მოვიდა კლიენტი. ნახა, გავიარეთ და ვილაპარაკეთ. უკან, საწყის წერტილზე რო ვბრუნდებოდით, ცოტა ორმოებიანი გზაა და ნელა მივგორავდით. ხოდა ამ დროს მიაქცია რაღაც ხმას კაპოტის მხრიდან. რაღაც ვიბრაციასავით იყო ხოლმე. ხან ჩერდება ხან აქვს. ხმა ძალიან დაბალია და ძალიან ნელა უნდა იარო რო შენიშნო.
აშკარად რკინის ხმა არ იყო და არც ძრავიდან არ მოდიოდა. მერე მეც დამაფიქრა და რო ვუსმენდი ხოლმე გამაღიზიანებელი იყო ხოლმე რა

ადგილზე დაქოქილზე არ ქონდა ხმა და ვერც ვერაფერს გავიგებდი.
ხოდა დღეს კაპოტ ახდილი და კუს ნაბიჯებით მივგორავდი და წინ, კაპოტთან ახლობელი მომსდევდა

მიყურადებული.
თურმე აღმოჩნდა პლასტმასის ხმა იყო.
ძრავის ჰაერის ფილტრი რომაა აკუმულატორი უკან, ის ყუთი (ფილტრის) ზის ქვევიდან 2 პლასტმასზე და ერთი პლასტმასის ფეხივით აქვს უკანა კედელზე, შერჭობილივით. ხოდა ეტყობა მოყანყალებული იყო და ის რიხინებდა ხოლმე.
მოვხსენით ფილტრის ყუთი მთლიანად, იმ ფეხზე პატარა რეზინის შაიბასავით რაცხა წამოვაცვით და ჩავსვით თავის ბუდეში.
გაჩუმდა და დავისვენე.
მოკლედ ყურადღებით უნდა მოსმენა სად რა ფაჩუნობს

ზოგჯერ მთლად მარტივადაა საქმე.
This post has been edited by ჩეჩა on 19 Feb 2015, 22:40