goga1986ნუ, ყველა თავისთვის საზღვრავს რა და როგორ გააკეთოს, მაგრამ მთლად ეგრე იყოს რო გინდა თუ არა მხოლოდ ნისანის ორიგინალი უნდა იყოს და სხვა ნებისმიერი სასტიკად ცუდი, ეგრეც არა მგონია.
1. ჩამოტანას რაც შეეხება.
როგორც დავწერე ზემოთ, მე რაც ვიცი ყველა პონტში უნდა განაბაჟო რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ ძვირი გამოვა.
ა) ამაზონზე მაგალითად ლიტრიანი ბოთლი ღირს 16.72$
http://www.amazon.com/exec/obidos/ASIN/B00...implecons365-20რაც ძალიან ძვირია.
ბ) აგერ ღირს 9.94 იგივე ბოთლი.
http://www.everythingnissan.com/Nissan-OEM...99mpmtj00p-.htmგ) შეიძლება სხვაგანაც ინახოს ან ebay-ზე უფრო ცოტა იაფად.
9.94-იანის მაგალითზე, რო ავიღოთ 5 ბოთლი 5X9.94=49.7 + შიფინგი ამერიკაში 5 ბოთლისთვის (დაახლოებით 11$) = 61 $.
აქ ჩამოტანა იქნება დაახლოებით 6-6.5კგX7$=უხეშად 45$.
მერე განბაჟება (61+45)X1.18=125$
დღევანდელი კურსით 125X2.2=275 ლარი
ანუ ბოლოს გამოვა 275/5=55 ლარი/ლიტრი.
რაც საკმაოდ ძვირია რომც არ განაბაჟო (106X2.2)/5=46 ლარი/ლიტრი
2. ალტერნატივას რაც შეეხება.
აგერ მაგალითად IDEMITSU-ს ზეთს უწერია რო არის სპეციალურად ნისანის კარობკებისთვის.
http://www.ebay.com/itm/Idemitsu-ATF-Type-...cb40827&vxp=mtr
ვითომ იდემიტსუ რო ჩაისხას აშკარად შეუმცირებს რესურსს?
ეხლა არ ვაპირებ გამოცვლას, თან ვყიდი და მაგიტომაც ვიკავებ თავს და მეზარება იამატოში დარეკვა გასარკვევად.
როგორც მახსოვს იამატოში მიტასუს ზეთი მითხრეს ტრანსმისიაზე და გარანტიასაც იძლეოდნენ თუ არ ვცდები. ფასში ორმაგი სხვაობა იყო ნისანის ზეთთან შედარებით და ნისანის არც ქონდათ მაშინ. (პირველ თემაში მეწერა დეტალურად რა რა ღირდა იმ დროს).
P.S.
ყველაზე კაის ვიზავ მგონი, რო მივწერო ნისანის საიტზე და ვნახოთ რას მიპასუხებენ ალტერნატიულ ზეთთან დაკავშირებით.
* * *
აგერ ვიპოვე წინა თემიდან პოსტები
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA (post #41948042)» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დღეს yamato-ში ძრავის ზეთი გამოვცვალე.
ნისანის SM 5W30 ჩავასხი. 4 ლიტრიანი თუნუქის ქილებშია და ღირდა ქილა (4ლ) 119 ლარი + 12 ფილტრი. ჯამში 131 ლარი დაჯდა.
ჩაისხა 3.5 ლიტრი. ხურდა წამოვიღე.
ვიკითხე ტრანსმისიის (ჩვეულებრივი ავტომატი-4AT) ზეთზე.
1) ცვლიან აპარატით. იმდენი აღარ ვიცი აპარატით ცვლაში თუ არის სხვაობები, მაგრამ მითხრეს რო იცვლება ჰიდრო ტრანსფორმატორია თუ რაცაა იმის შემავალ გამომავალზე მიერთებით ავტომატზე და რაცაა სამუშაო წნევა იგივე პონტში იცვლება. ანუ უბრალოდ ახალი ზეთი შედის და შესაბამისად ძველი გამოდის, და ეს ყველაფერი ტრანსმისიის ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმშიო.
2) ჭირდება 8-10 ლიტრი, გააჩნია დაბინძურებასო.
3) ფილტრზეც ვიკითხე. ფილტრს არ ხსნიან, ასეთი გაწმენდით ფილტრის მოხსნა და ისე გაწმენდა აღარ სჭირდებაო.
რაც შეეხება თვითონ ზეთს.
ნისანის matic fluid J ღირს ლიტრი 36 ლარი.
არის ასევე MITASU და ღირს ლიტრი 20 ლარი.
ორივეზე ერთნაირ გარანტიას ვიძლევითო.
ანუ ტრანსმისიის ზეთის შეცვლა გამოდის (თუ 8 ლიტრზე ვიანგარიშებთ): ნისანის 36X8+45(ხელობა)=333 ლარი, ხოლო მიტასუ 20X8+45=205 ლარი.
ისე ზოგადად ვინც მე მომემსახურა იმათ კვალიფიკაციაში ცოტა არ იყოს ეჭვი შემეპარა. ტრანსმისიაზე რო ვკითხე რამდენზე უნდა შეცვლათო ჯერ 35 მითხრა, რო ვუთხარი ვარიატორი არაა, ჩვეულებრივი ავტომატიათქო ამ დროს მეორეც მობრუნდა და 100-ზე უნდა შეცვლაო. მე ვთქვი რო პასპორტით 60 უწერია, რანაირად თქო და გაატარა.
შემდეგ შეცვლაზე, თუ მანამდე არ გავყიდე, ცენტრში წავალ და იქ ვნახავ რა ხდება.
P.S. ჰაერის ფილტრი თუ ვინმეს აიტერესებს 15 ლარი ღირდა.
* * *
miqensk
QUOTE
უფრო ბევრს დაგიწვავსო და 1.8 იყიდეო... და მირჩიეთ რამეე....
ჩემი 100% სუზისტით არ ვიცი ჯერ, მაგრამ 7-ლიტრს არ ცდება შერეული სიარულით და კონდიციონერით ჩართულზე. დღეს რუსთავიდან ვიყავი ჩასული იამატოში ვაჟაზე (ვაკის გავლით) და დავბრუნდი უკან და 7-ც არ დაუწვავს. მთელი გზა კონდიციონერი მქონდა ჩართული თან.
მაღალი გაზით არ ვძრავ და ისედაც, არც მაღალ აბაროტებზე არ ვამუშავებ. მაქსიმუმ 3-3.5-მდე ავიყვანო, ისიც არა ყოველთვის.
ასევე ეს პოსტიც მგონი სასარგებლოა
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA (post #41949383)აი რა მითხრეს შარშან აგვისტოში
NISSAN TIIDA CLUB GEORGIA (post #41817538)» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნისანის ცენტრში მითხრეს რო ასხავენ ვალვოლაინის ზეთებს (ვეღარ მოვიფქრე მეკითხა სხვა თუ აქვთ რამე smile.gif )
ე.ი. ნისანი ცენტრი:
ძრავში ზეთის შეცვლა თავის ფილტრიანა - 104 ლარი.
ავტ. ტრანსმისიაში - 200 ლარი (არ ვიცი ჩამოცლითაა თუ წნევით).
იამატოში (ნისანის ზეთები):
ძრავში ზეთი+ფილტრი: 92+12=104 ლარი
ტრანსმისიაშიც ნისანის ზეთი (Fluid J). ცვლიან ავტომატით (წნევით). მიდის 8 ლიტრი. ლიტრის ფასი 36 ლარი.
ანუ 8X36ლ+45ლ(ხელობა)=333 ლარი.
This post has been edited by ჩეჩა on 6 Mar 2015, 17:12