კახეთისკენ მიდიოდი ლოლა
რომ დაიწყო "დვიგაწელმა" ბოლვა
უმატებდი არაყსა და ვისკის
სუნი გცემდა სცეპლენიის დისკის.
ხმები ჟღერდა გაუმართავ ხიდის
გაზს აჭერდი "წემბოლეე მიდის"
ტიტველ ქალებს ჩაუარე გვერდი
ხელს გიქნევდა აიდა და ვერდი.
შარ და შარად მიადექი თელავს
ჩეკი ქვრება-ინთება და ელავს.
აბეესმა გაგისხა და მაშინ\
მოსრიალდი ლამის შუა გზაში.
შენ უხდიდი შენს მანქანას "ბადიშს"
კალენვალი კრუგს ურტყამდა ვკლადიშს.
და შეხვედი კინაღამ რომ წნორში
კლაპანებმა ტრაკი მისცეს პორშინს.
გადმოხტიო... რომ მინდოდა მეთქვა
სწორედ იმ დროს გააპარა ზეთმა.
ბოლო ხმაზე "ჩავაბარებ... დავშლი..."
კიოდი და თავს იხვევდი თავშლით.
მაშინ გაჩნდა კითხვა:
"განა ამდენს,
იწვალებდი სუბარუ რომ გყამდეს?"
This post has been edited by mcIgnOBARI on 26 Jan 2015, 02:12