mazurskiiბიჭო დაბლებიდან დადგომა იმის გამო არ მინდა რომ გადავუხტე და მერე ვნახო როდის დამეწევა ან თუ დამეწევა. ანუ ტექნიკურად მოტყუებით მოგება. მესამედან ზაეზდის დროს სხვა უპირატესობებია და სხვა თემებია, თორე დავდგები მესამედანაც ინტერესის გულისთვის, მარა შედეგიც ვიცი წინასწარ.
ეხლა დავწერ და შევინახავ. მერე თუ ვინმე მკითხავს დავუკოპირებ ხოლმე

როცა 2 სხვადასხვა სტილის მანქანა ტესტავს მესამედან, ამ შემთხვევაში მსუბუქი და ნაკლებ ძალიანი პროწივ შედარებით მძიმე და მეტ ძალიანი, სიტუაცია ვითარდება ესე: რაც უფრო მაღალი სიჩქარიდან ისტარტება მძიმე და უფრო ძლიერი მით უფრო ადვილად იღებს აჩქარებას თორქის და წონის გამო. უფრო ადვილად ძლევს ჰაერის წინაღობას. დაახლოებით იგივე ვარიანტია მსუბუქ და მძიმე მახავიკზე როა. მსუბუქი მანქანა ამ დანაკლისს ავსებს იმით რომ ძაან შუსტია დაბლებიდან. გადაცემების და წონის ხარჯზე იღებს იმ აჩქარებას რითიც შეუძლია ძლიერს შეეჯიბროს მაღალ სიჩქარეზეც. როცა არ იწყებს დაბლიდან მაშინ ყველა უპირატესობა არის ძლიერისკენ. ამ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ძალის და წონის ფარდობა მაინც უნდა ემთხვეოდეს. თუ ეგეც არ ემთხვევა ზაეზდს უბრალოდ აძლევ.
იგივე თემა ვითარდება პასაჟირებზე. გამოთვლილი მაქვს და როდესაც მე დემეტრესთან პასაჟირს ვისმევ და ისე ვუდგები, ჩემი 60 კილოს ნამატი(სიტყვაზე) ზუსტად 2ჯერ უფრო ცუდად აისახება ვიდრე იმაზე.
მაგალითებიც მრავლად მაქვს. ადრე ხშირად ვუდგებოდი ადგილიდან და როცა პასაჟირით ვუდგებოდი 140-150ზე ისეთს მივლიდა ფილტვების ანთება მემართებოდა. მაშინ როდესაც პასაჟირის გარეშე პირში ვაძლევდი დაკეტვამდე ისე რომ დაწევასაც კი ვერ იწყებდა!
ეს ადგილიდან.
ხოდზე როცა ვდგებოდით მეორე სიჩქარიდან უშანსოდ ვიყავი, მაშინ როდესაც პირველი სიჩქარიდან დასტარტულზე რის ვაი ვაგლახით გადიოდა 2-2.5 კორპუსს დაკეტვამდე. დავკონკრეტდები, მაშინ ერთს არ აბუქსავებდა დემე, რომ ეს ბუქსაობას დააბრალო ან რამე. იმენნა ერთს არ აბუქსავებდა. დაჟე მე ვბუქსაობდი და ვწუწუნებდი მაგასაც მაგიტომ მიხტები მეთქი.
აი ამიტომ სხვადასხვა სტილის მანქანების ხოდი თუ გინდა გაიგო სივიკს არ უნდა დაასტარტინო 100დან ს კლასთან(სიტყვაზე).
იმენა დრაგს არ შევეხები. დრაგი ადგილიდან უნდა იყოს ყველა ვარიანტში. მოკლედ ესეა ეს ამბავი. ვაკოპირებ

პ.ს. გზაში არ დაასტუკონ თუ ძმა ხარ, მაგათ ცოდვას არ დავიდებ

აი აქ რომ პასაჟირის გარეშე გამეტესტა 95 პროცენტი დარწმუნებული ვარ რომ ამ ზაეზდის ბოლოს მე ვიქნებოდი წინ
This post has been edited by Piani Master on 18 Feb 2015, 18:38