tornike85
კი, ორივე კარგი მანქანებია
მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მაგ ორს (ისის-ი - სტრიმ-ი) კიდევ TOYOTA WISH-საც დავუმატებდი

ვიშ-საც და ისის-საც პადვესკა რავ4-ის აქვს, საკმაოდ გამძლე.
ისისი უბრალოდ ოდნავ მაღალჭერიანია და ვიზუალურად სედანსა და "მარშუტკას" შორის მერყეობს
"ვიში" სრული სედანია "ჰონდა სტრიმი"-ვით
ტექნიკურ დახასიათებას თუ დააკვირდები, ბენზინის წვა 6.9ლ უწერია - 100კმ.-ზე
მე არ მგონია ჩვენს ბენზინებზე 7 ლიტრი დაწვას, მაგრამ ტრასაზე 7.5-ს არ გასცდება და ქალაქში 10-მდეც არ დაწვავს.
ამავე დროს საწვავიც 92 - 95 უწერია (დაჭირხვნის საფეხური 10 უწერია), ანუ პრემიუმი და ბრენდების რეგულარიც შეგიძლია ჩაასხა, რაც ასევე ეკონიმიაა
D-4 ძრავს კარგი საწვავი და უმაღლესი ზეთი უნდა ისევე როგორც GDI-ს, თან 5-6 ათასზე უნდა ცვალო
ისის-ს თუ აპირებ 1.8 VVT-i - ZNM10W იყიდე , 2.0 ისისებს - ძრავი D-4 აქვს და თან ვარიატორია სიჩქარის კოლოფი
ჰონდა სტრიმი მაგარია RN3 iS მოდელი (2002-2003 იანები) ორვალიანი ძრავებითაა ეგენი და 6 სიჩქარიანი (5 წინ და ზადნი) უბრალო ავტომატიკებია პლიუს მექანიკაც , ანუ ტიპტრონიკები!!!!, ოღონდ წვა აქვს მეტი - ქალაქში 10-ლ.-ს თავისუფლად აცდები,,, დანარჩენებიც კარგებია მაგრამ RN5 და RN8 ვარიატორული კოლოფებით არის და გაითვალისწინე.
უგზოობაში სასიარულოდ არც ისისი, არც ვიში და არც სტრიმი არ გამოგადგება, მაგისათვის კარგებია სერენა 4X4 ან ვოქსი 4X4
ან საერთოდაც ნისსან X-ტრაილი რო იყიდო უკეთესი იქნება რაიონში სასიარულოდ, საკმაოდ ტევადი, გამძლე და კარგი გამავლობის მქონე მანქანაა, თავის კლასში ერთ-ერთი წამყვანი მოდელია

ტოიოტა "ვიშ"-ზეც იფიქრე , მოგეწონება ეს მანქანა.
მიდი ბაზრობაზე რუსთავსი და სამივე მანქანაში დაჯექი, თავად მიხვდები რომელია უფრო საშენო