RN3 სტრიმი ნაღდად ვიცი რომ პადუშკებზე არ არის და შემდეგი თაობა არ ვიცი
ასევე ნამდვილად ვიცი რომ სემდგომი თაობა 1.8 სტრიმები ტიპტრონიკები არ არის, მიუხედავად იმისა რომ 6 სიჩქარიანი (5 წინ და ზადნი) ცვეულებრივი ავტომატიკაა.
D4 ძრავები მართლაც ეკონომიურია, მითუმეტეს რომ ისისებს ვარიატორი კარობკები აქვთ D-4-ებზე და მაგარი მუშაც არის ეს ძრავები,
მაგრამ ღმერთმა არ ქნას გაგიფუჭდეს (საერთოდ ადრე თუ გვიან ყველაფერი ფუჭდება) საქართველოში და ჩვენს რეალობაში მაგის გამრემონტებელი არავინ მეგულება.
ჩვენს პირობებში და იმ გარემოში სადაც ჩვენ გვიწევს ავტომობილების ექსპლოატაცია, ჩემი აზრით : - რაც უფრო უბრალო ავტომობილი გეყოლება მით უკეთესია
როდესაც ჩემთვის ავტომობილს ვარცევ, ვხელმძღვანელობ შემდეგი კრიტერიუმებით :
ძრავი - უბრალო DONC
კარობკა - უბრალო ავტომატიკა (თუ შესაძლებელია ტიპტრონიკი)
დაკიდება (პადვესნოი) - მარტივი და შედარებით გამძლე
სათადარიგო ნაწილები - არაპრობლემატური საშოვნელად და შედარებით იაფი
დანარჩენ მონაცემებს იქედან გამომდინარე ვაქცევ ყურადღებას , თუ რისთვის მჭირდება ესა თუ ის მანქანა

ჩემი გადასახედიდან ასეთი ავტომობილები არის :
ნისსან X-ტრაილი, ჰონდა სტრიმ RN3 2003 წლიანი iS-მოდელი, ტოიოტა ისისი 1.8 VVT-i, ტოიოტა ვიში ... (თქვენც დაუმატეთ თუ იცით ამგვარი ავტომობილები კიდევ) ... ყველა ამ ზემოთჩამოთვლი ავტომობილებს ყველაფერი უბრალო აქვს, მალ-ფუჭებადი არ არის და თუ რამეა ტველა ნაწილი იშოვნება ან მეორადში ან ბრენდირებულ ავტომაღაზიებში ...
ჰო, და კიდევ ერთი რამ - ტოიოტა ვიშის პადვესნოი მთლიანად არის აღებული ტოიოტა კოროლადან

ისევე როგორც ისისის პადვესნოი რავ-4-დან
* * *
1.8 სტრიმები ტიპტრონიკი ყოფილა, არ ვიცოდი, ოღონდ საჭეზე აქვს სიჩქარეების გადასართავი ღილაკები.
სიჩქარის გადასართაც პანელზე რომ ვერ ვნახე + - მეგონა ცვეულებრივი ავტომატიკა იყო, უტიპტრონიკო
This post has been edited by kvipriane on 17 Jun 2016, 08:25