levanijekiვარიატორი უსიჩქარო გადაცემათა კოლოფია, ანუ შკივების გადიდება-დაპატარავებით უმატებს სისწრაფეს,
ადგილიდან ჩაჭერა არ უყვარს, ამობუქსავება არ უყვარს, ანუ ექშენი კი აქვს მაგრამ აგრესიული სიარული მისთვის დამღუპველად მოქმედებს.
ვარიატორი უფრო პენსიონერების პონტია, რბილი და მშვიდი სიარულისთვისაა შექმნილი, არადა რა იცი როდის რა დაგჭირდება

და ყველაზე ცუდი : - რომ გაფუჭდეს არავინ მეგულება მისი გამრემონტებელი საქართველოში .... ახალი ან მეორადი კი ძვირი ღირს

ნისსან ლაფესტაზე დაასტუკა მეგობარმა ვარიატორი, მთელი ქალაქი შემოვიარეთ და მოკლედ ვერავინ შეაკეთა, ახლის ფასი 1.200$ და მეორადის 700$
ავტომატიკა რომ ყოფილიყო, დაიშლებოდა და აღდგებოდა გარკვეული ნაწილების შეცვლის გათვალისწინებით 300 ლარამდე დაჯდებოდა მაქსიმუმ.
ჩვენ მეორადი მანქანები გვყავს, უკვე ნამუშევრები, 2012-2013 წლამდე ვარიატორული კოლოფები ჯერ კიდევ დასახვეწი იყო, ამ წლებამდე გამოსულ ავტომობილებს ვარიატორული კოლოფით აქვთ გარკვეული სუსტი წერტილები.
საბოლოოდ ყველანი გადავალტ ვარიატორებზე, მაგრამ იმ დროისთვის იმედია ვარიატორებიც უკვე დახვეწილები იქნება და აქ, ხელოსნებიც ისწავლიან ვარიატორების გარემონტებას , არადა არაფერი რთული მაგაში არ არის .........
ეს ვიდეო ნახეთ და მიხვდებით რატომ ვამბობ უარს ვარიატორზე ამ კონკრეტულ ეტაპზე :
https://www.youtube.com/watch?v=J-NiCoc4oLk