მოკლედ მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული

ამ ბოლოს ძალიან ახმაურდა პერედოკი აზანზარებდა მანქანას, გუშინ ავწიე და წინა ამოლტიზატორები მანამდეც არ იყო გადასარევი და სულ სველი იყო ერთი და მეორე ისე რა, მოვხსენი პრუჟინები და გაადინა ტყაპანი შტოკმა

მოკლედ ალუმინშიც აღარ ჩაიბარებენ ისეა რა

წავედი ვასმოიში მიმასწავლა ხელოსანმა ერთი თათარია ბეემვეს ნაწილები აქვს და ვიყიდე ახალი ამოები რა თქმა უნდა რკინის კორპუსებით მეთქი იმას აჯობებს რაც იყოთქო ცალში მივეცი 65 ლარი გაზი ზეთი ერთად არისო ხო და დავაყენე ავზბორე ყველაფერი, მინდა ვთქვა რომ არ მცოდნია რას ნიშნავს ამ მოდელის კომფორტი, პირი დამრჩა ღია ბუგაროკებზე რო გადავიარე, სად აქვს პერედოკი ვერ გაიგებ

ამის მერე მეორად ამოებს აღარ გავეკარები მე პირადად, 160 მომთხოვეს ელიავაზე ბებიაჩემის დროინდელ ამოებში და ზუსტად ვიცი ასეთ შედეგს ვერ დადებდა
* * *
ხო კიდევ მაქვს სარკეები იდეალურ მდგომარეობაში და ვინმეს თუ დაჭირდეს იაფად მივცემ ან ნაწლებად დაგიშლით ხუფები ცალკე სარკე ცალკე და მექანიზმებიც ცალცალკე


This post has been edited by rezusi2 on 13 Jul 2015, 15:39