Piani Masterეს პროსტა ნამეტანი მოუვიდა მარა მანამდეც არ აკლდა ეგ ამბები,,,ხან ვინ უჩიოდა ხან ვინ.,,
ტიპები მანქანებს არ ატესტინებდნენ უეჭველი დააჯვავსო და ესეი ყიდულობდნენ და ისე ტესტავდნენ

ძან მაგარი კაცია....ბუნების დაცვამ უჩივლა ერთხელ ერთ ერთ გადაცემაში მანქანა მოაყენა მკვდარი ძროხა ედო ზედ

მაგის გამონათქვამებია
► ”სისწრაფეს ჯერ კაცი არ მოუკლავს. უეცარი გაჩერება... აი, რა კლავს.”
► ”არ მესმის, რატომ უნდა არსებობდეს ავტობუსის ზოლი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივიდნენ ღარიბი ადამიანები დანიშნულების ადგილზე ჩემზე ადრე?”
Auto Bild
► ”ფრანგული ავტომობილების უმეტესობის პრობლემა ისაა, რომ ისინი ფრანგულები არიან.”
► BMW 645Ci-ს შესახებ: ”თუ თქვენ ამ მანქანას შეიძენთ, გირჩევთ, მეგობრებს რომ აჩვენებთ, მერე უკუსვლით წახვიდეთ, რათა თქვენი მანქანის უკანალი არ დაინახონ.”
► ”როცა სარბოლო ავტომობილებს საგზაო ვერსიებად გადააკეთებენ ხოლმე, ეს კარგს არაფერს გვაძლევს. ეს იგივეა, რაც გადაიღო პორნოგრაფიული ფილმი და მერე ისე დაამონტაჟო, რომ ბრიტანულ სასტუმროებში გაუშვან. საბოლოო ჯამში მიიღებ კლიპს, სადაც ნახევარი საათი უნდა უყურო ვიღაც ტიპის ოფლიან სიფათს.”
► ”მიყვარს ფერარიზე ფიქრი - იმიტომ, რომ ღმერთია მანქანებს შორის.”
► ”მინახავს საყვარელი გოგონები ”ტოიოტა პრიუსის” საჭესთან, ასევე შესანიშნავი ქალბატონები ”პეჟოებით”. აი, ”რენოს” საჭესთან კი ყოველთვის მახინჯები სხედან.”
► ”ერთ ტიპს ”დეილი მეილისთვის” მიუწერია, სამსახურში ველოსიპედით მივდიოდი, წითელი ”ფერარი” კინაღამ დამეჯახა და იქიდან ჯერემი კლარკსონმა გადმოყო თავი და მომაძახა, მანქანა იყიდე ბიჭოო. მინდა გითხრათ, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. სინამდვილეში მე მას ვუღრიალე, ეი, მანქანა იყიდე შე მახინჯო, ბალახის მძოველო ნაბიჭვარო-მეთქი.”
► ”თუკი გაქვთ რაიმე საწინააღმდეგო იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან გთხოვთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, არ შეგრცხვეთ და შეიტენეთ თქვენი აზრი ერთ ადგილზე.”
► მსოფლიოში ყველაზე საშინელი რაღაცების ხუთეულის ჩამოწერა რომ მთხოვონ, მეხუთე ადგილზე გავიყვან ამერიკის შიდა პოლიტიკას, მეოთხეზე - შიდსს, მესამეზე - ირანის ბირთვულ პროგრამას, მეორეზე - გორდონ ბრაუნს, ხოლო პირველზე - აი, ამ ”მაზერატის” გადაცემათა კოლოფს.