ზდაროვა ბიჭებს, კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ და დამეხმარეთ გამარკვით.
მყავს DC5 Integra ტიპტრონიკი.
დღეს პირველად ვიყავი შორ მანძილზე და ტრასაზე .
ფრიად მასიამოვნა თითქმის მაქსიმუმამდე დადო 175ზე მეტი

მაგრამ რამდენჯერმე ესე მოუვიდა, სადღაც 4 აბაროტზე გაჭედა ანუ გაზზე ფეხის აშვების და დაჟე ტორმუზის ხმარების შემდეგაც არ ჩამოაგდო აბაროტები სანამ რაღაც პერიოდი არ გავიდა (ან სანამ გაზზე თავიდან არ დავაჭირე/ავუშვი) მანამდე ამ 4აბაროტს არ ჩამოცდა ანუ როგორც მე მივხვდი სიჩქარის ქვევით ჩამორთვა გაუჭირდა.. სიჩქარე 110-150 დაახოლებით. როდესაც ეს ქნა.
რავი კარობკის ზეთია ვითომ შესაცვლელი ?
123 აქვს გარბენი და 113ზე ჩამოვიდა სქართველოში, აქ არც მე და არც წინა პატრონს არ შეგვიცვლია და დროა ვითომ?
ნუ კიდე პატარა დეტალი, არამგონია რამე შუაში იყოს, მაგრამ მაინც ზუსტად წასვლამდე 1 დღით ადრე შევცვალე ძრავში ზეთი და ასევე რომპეტროლის საწვავი ჩავასხი ვისოლის მაგივრად