გაზაობას რას ეძახით ისე? 

მე მოუსვენარი მძღოლი ვარ, ვერ ვიტყვი რომ ვინმეს ვეჯიბრები, მაგრამ გაზის გაყრა და ამის აჩქარება იმდენად მევასება სახლიდან სამსახურამდეც კი თუ გზა მიშვებს მუდმივად მაღალ აბაროტებზე დავდივარ. 
არ მაქვს სამწუხაროდ არანაირი დატჩიკი, სამწუხაროდ, გადავდე გადავდე და ეხლა კი შევეჩვიე. 
მანქანას ეგერევე არ ვაქრობ თუ რათქმაუნდა სადმე გორაობით არ მივედი. ბუსტის დატჩიკი რათქმაუნდა მინდა რომ მქონდეს, მაგრამ ვერ მიავღწიე მაქამდე. :დ
მთელი ჩემი მანქანის მოვლა შემოიფარგლება იმით, რომ რაც ჩამობრძანდა მის მერე მხოლოდ ვისოლის ეკო სუპერზე მყავს, მუდმივად მოტულია შიგნით, მუდმივად ვამოწმებ ზეთს, 6-6.5 ათასზე ვცვლი, ბოლოს გადამიცდა 7.2-ზე შევცვალე და პირველად ჩავასხი 5-40-ზე. 
და ასევე, თუ ტემპერატურამ მაღლა აიწია და ძალიან დაცხა, ვცდილობ ძრავი ტურბინიანად  არ ვაწვალო და ვერიდები. 
157 ათას მიუკაკუნა უკვე, ძრავს არ შევხებივარ, სვეჩებიც კი არ შემიცვლია. მუშაობს ღმერთის წყალობით ჯერჯერობით  იდეალურად. დროსელი გავწმინდე უბრალოდ ერთხელ. ისიც იმიტომ რომ მაინტერესებდა და პრინციპში კი იყო ჭუჭყი.
არასოდეს არ ქონია პერებოის ნიშნები, დრაჟენია, ან რაიმე საშიში სიმპტომები, კაკუნი და ა.შ. მანქანა მუდმივად სტაბილურად წვავს ტრასაზეც და ქალაქშიც. 
რათქმაუნდა შეხვედრაზეც არის, შემხვდა კარგი და ეხლაც კარგ ხელშია. 
 
   
  