ჩემს გულის ტკივილს გეტყვით მოკლედ, იქნებ რამე ხეირიანი მითხრათ

მყავს ფორიკა 98 წლიანი, ამერიკული ბაზრის 2.5 ძრავით მექანიკა
რაღAც დაემართა. და ეგ დაემართა ძალიან მოკლე პერიოდში, ყოველგვარი წინაპირობების და წინა ხმაურების გარეშე, ანუ წარმოიდგინეთ, მივედი ადგილზე, ჩავაქვრე ძრავი ისე რომ არანაირი პრობლემა არ ქონია და მორჩა მის მერე ვეღარც დავქოქე.
ჩართვისას რაღაც ჩხაკუნს იძლევა ისე რომ თითქოს სტარტერიაო. უბნის ელექტრიკს ვანახე და სტარტერიაო ბენდექსს ჭირს რაღაცო, გამოვცვალეთ ეგ ბენდექსი და იგივე შედეგი. მერე ესეიგი მახავიკის ბრალიაო, ახლა სათითაოდ დავთვალეთ ლამის ყველა კბილი იმ მახავიკზე და არაფერი ისევ.
ხელით Vცადეთ დაქოქვა თუ სტარტერი ჭედავსო ხო უნდა დაიქოქოსთქო. არ დაიქოქა.
მერე მოტორისტი მოვიყვანეთ. ისიც უბნის და არა სპეციალიზირებული სუბარუზე. ცოტა ხანი ვაწვალეთ. გული გამიხეთქა წავიდა.
ამ წვალებისას რა მოხდა ახლა, როცა დავატრიალეთ ძრავი, თითქოს რაღაც ჭედავსო. ბოლო მომენტისკენ ძრავი უკუღმა ტრიალებდა მეოთხედ ბრუნზე. მერე ჩავხსენით სანთლები ენერგიისგან უფრო ზუსტად ბაბინას მოვხსენით დენი და ისე დავატრიალეთ, დატრიალდა უპრობლემოდ, ყოველგვარი გაჭედვის გარეშე. არ ძრავი დაბრუნებულა უკუღმა. ბოლოს დავაერთეთ ისევ დენი იმ ბაბინას და რო დავატრიალეთ დაიქოქასავეთ, მაგრამ 2 ცილინდრზე და ისიც ძალიან ცუდად ძლივს რომ ქაჩავდა, გამოვრთეთ რომ არ გაფუჭებლიყო რამე.
ამან მითხრა მგონი სარქვევლებია დაღუნულიო. მეთქი როგორ კი მარა? ღვედი ახალი გამოცვლილია ყველაფერი შეამოწმეს სუბარუს ცენტრში და კარგ მდგომარეობაშია ძრავიო.... ღვედი გაწყვეტილი არაა.
რა შეიძლება იყოს რას ფიქრობთ?