"ფარსუნკების" გაწმენდვა ნისსან იქსტრაილზე. სერენაზეც ზუსტად იგივეა,
არანაირი სხვაობა არ არის...
1. ძრავი სამუშაოების დაწყებამდე.

2. ლატუნიდან, ან უბრალო რკინიდან დავამზადოთ პატარა ნახევარრკალები
ბენზინის "შლანგის" ჩასახსნელად.

3. ჩავხსნათ ბენზინის მილი, თან ჩახსნისას შემოვახვიოთ ჩვარი,
რომ შეისრუტოს ზედმეტი ბენზინი.

4. ჩავსხნათ "რაზიომები" ინჟექტორებზე

5. მოვხსნათ, ჰაერის მილი (ფილტრიდან დროსელამდე), ასევე დროსელი
და რკინის კრონშტეინი დროსელსა და შემშვებ კოლექტორს შორის...

6. მოვხსნათ რკინის კრონშტეინი, რომელიც იჭერს ინჟექტორების რამპას

7. საბოლოოდ ეს ნაწილებია, რომელიც იხსნება, სანამ მოვხსნით ფარსუნკებს

8. WD 40 ით დავასველოთ ის ადგილები, სადაც "ფარსუნკები" ჩარჭობილია
შემშვებ კოლექტორში


9. ჩაქუჩის ტარის მეშვეობით (სადაც ბოლტები ეკეთა), ძალიან ფრთხილად (არაფერი დავაზიანოთ)
ამოვაძროთ "ფარსუნკების" რამპა შემშვები კოლექტორიდან.

10. ამის შემდეგ ასევე ძალიან ფრთხილად, რომ არ მოხდეს ფარსუნკებზე წამოცმული რეზინების
დაზიანება, გამოვაძროთ 4 ივე ფარსუნკა თავისი რამპიანად.

11. მოხსნილი ფარსუნკები თავისი რამპიანად ასე გამოიყურება


12. ასევე WD 40 ჩავასხათ იმ ადგილებში, სადაც ინჟექტორები უერთდება რამპას
და შემდეგ ასევე ფრთხილად ამოვაძროთ ისენი თავისი ბუდეებიდან. ცუდი არ იქნება
თუ დავნომრავთ ინჟექტორებს და ისევ იმ ნომერაციით ავაწყობთ, როგორც იყო.



13. მივაღწიეთ, როგორც იქნა გაწმენდვამდე...
კარბურატორის საწმენდიდან ჭავლით ვრეხხავთ "ფარსუნკას" ორივე მხრიდან.
ზედა მხარეს ძალიან წვრილი ფილტრი აქვს მგონი...

14. ვამზადებთ ასეთ კონსტრუქციას (იხ. ფოტო), ხოლო სარეცხ სითხედ
გამოვიყენე კარბურატორის საწმენდი "აბრო". 10 ლარი ღირს (მე მაჩუქეს

).
ის წვრილი "შლანგი" თვითონ მოყვება აბროს, ერთადერთი გავამაგრე
გარედან წებოთი, რომ წნევის დროს არ გამოვარდნილიყო...


15. მიუერთოთ ინჟექტორი ბალონს, ინჟექტორს დენის მავრთული,
შევქმნათ წნევა სისტემაში და ძალიან მოკლეხანიანი (წამის მესამესი-მეოთხედი ალბათ)
დადებით ამ მავრთულების აკუმლატორზე მოვახდინოთ ინჟექტორს წმენდვა.
რამდენჯერმე გავიმეოროთ ეს პროცედურა 3-4 ჯერ...




ავაწყოთ ყველაფერი ისევე, როგორც იყო და გადავქოქოთ ძრავი.

პ.ს. მე დროსელიდან "რაზიომი" არ მომიხსნია ასე, რომ დროსელს
ადაპტაცია არ დაჭირდა...

აბროს 1 "ბალონი" თავისუფლად ყოფნის
2 იქსტრაილის ინჟექტორების გაწმენდვას თავისი დროსელიანად,
ჩემ შემთხვევაში სერენა და იქსტრაილი...
This post has been edited by Gio100 on 29 Apr 2017, 18:51