ზეთის გამოცვლა ავტომატურ კოლოფში: ნისსან სერენა, ნისან იქსტრაილი...
ბევრი საინტერესო მომენტი თავისი ფოტოებით აღწერილია აქ:
http://forums.drom.ru/nissan-x-trail/t1151019971-p36.html1. გამოვიყენე შემდეგი ზეთი. შევიძინე 9 ქილა. 1 ლიტრამდეა 945 გრამი...

2. გავიაროთ 5-10 კილომეტრი, რომ შეთბეს ზეთი კოლოფში ,
მოვუშვათ კარტერზე ბოლტი (19 ქანჩი) და ჩამოვცალოთ ძველი ზეთი
ჩამოვა დაახლოებით 4 ლიტრი. საბოლოოდ კარტერისა და ფილტრის
მოხსნის შემდეგ ჩამოდის კიდევ 1 ლიტრი, ანუ სულ 5 ლიტრი.

3. მოვხსნათ კარტერი (ფრთხილად, ზეთის გარკვეული რაოდენობა რჩება კარტერში),
ჩამოვცალოთ დარჩენილი ზეთი და დავაკვირდეთ, რომ არ იყოს დიდი რაოდენობით
მეტალის "სტრუჟკა". მაგნიტზე მიკრული ნალექი მცირე რაოდენობით, ნორმალურია...


4. კოლოფი მოხსნილი კარტერით გამოიყურება შემდეგნაირად...

5. ბევრისთვის უკვე ცნობილია, რომ ზეთის ფილტრს ერთი "ბოლტი" აქვს ამოტრიალებული
და შეუძლებელს ხდის ფილტრის მოხნას ჰიდრობლოკის მოხსნის გარეშე. ეს პრობლემა ასე გადავწყვიტე,
"ნაჟოვკის ხერხით" ოდნავ ჩავჭერი ეს ბოლტი ქვემოდან ისე, რომ სახრახნისს მოედო პირი და ამის
შემდეგ უპრობლემოდ მოიხსნა. ფოტოებზე ჩანს პროცესი...




6.მოვხსნათ ფილტრი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ზუსტად დავიმახსოვროთ ბოლტების
განლაგება, სხვადასხვა სიგრძისაა...


7. ფილტრს შეცვლა არ უნდა, მეტალის "სეტკისაგან" არის გაკეთებული და გარეცხვაც საკმარისია.
ასევე გარგად გავრეცხოთ (ბენზინით) კარტერი და მაგნიტები, რომელიც კარტერშია განლაგებული

8.სოლენოიდების ბლოკიც მოვხსენი გავრეცხე ვდ40 ით, მაგრამ პრინციპში შეიძლება გამოვტოვოთ,
ეს პროცედურა...

9. ავაწყოთ ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც იყო დაშლამდე.
კარტერის დაყენება არ დაგვავიწყდეს...

ჰო, კარტერის პრაკლადკა არ
გაფუჭდა მოხსნისას და აღარ ვახელი ხელი, იგივე პრაკლადკა დავუყენე.

10. ჩავასხათ ახალი ზეთი 6 ლიტრის ოდენობით (ჩამოვიდა 6 ლიტრი).
1 ლიტრს ვიღებთ ზედმეტობით.


11. წყლის რადიატორზე ჩავხსნათ "აბრატკის" შლანგი, წამოვაცვათ რეზინის მილი,
რომელსაც ჩაუშვებთ 1.5 ლიტრიან ბოთლში. მილს დროებით გადავუჭიროთ "ზაჟიმი"


12. გავხსნათ ზაჟიმი , დამხმარეს ვთხოვოთ დაქოქოს ძრავი და გადაიტანოს "რიჩაგი"
პარკინგი- უკანა სვლა- ნეიტრალი-დრაივი და პირიქით მიმართულებით.
როგორც კი ბოთლში დაგროვდება 1 ლიტრი გამოდევნილი ძველი ზეთი, გამოვრთოთ ძრავი,
ჩავკეტოთ "ზაჟიმი", დავამატოთ ახალი 1 ლიტრი ზეთი და გავიმეოროთ პროცედურა. ეს პროცედურა უნდა
გავიმეოროთ მანამდე, სანამ ბოთლში არ დაიწყებს დაგროვებას მოწითალო ფერის ახალი ზეთი. მიახლოებით
უნდა გამოიდევნოს 3 ლიტრი ძველი (მუქი) ზეთი. ეს ნიშნავს, რომ ძველი ზეთი სრულად გამოიდევნა ახლით.
ბოლო "გამოდევნის" პროცედურა ისე გავთვალოთ, რომ კოლოფში მიახლოებით დარჩეს 8-8.5 ლიტრი ზეთი.
13. გავიაროთ მანქანით 10-15 კილომეტრი და შემდეგ "შუპის" მეშვეობით ზუსტად დავაყენოთ ზეთის საჭირო
რაოდენობა...
This post has been edited by Gio100 on 12 Apr 2016, 08:59