სალამი ფორუმელებს

ბევრმა არ იცის ზეთის კლასიფიკაციები, აღნიშვნები და როგორ გამოიყენოს ან როგორ შეურჩიოს მანქანას

ამიტომ ვცადე და გადავთარგმნე უცხოური საიტრებიდან

მხოლოდ ჩემი სიტყვებით არ მინდოდა დამეწერა და ჯობდა ექსპერტებისგან ამეღო

იმედია გამოგადგებათ.
საავტომობილო ძრავის ზეთის დეტალური განხილვა.
ძრავის ზეთის გავრცელებული ტიპებია:
,,სინთეტიკური ზეთი“ (როგორც წესი, შეფუთვაზე დატანილია წარწერა Fully Synthetic); შექმნილია სხვადასხვა ქიმიური ნაერთებისგან და მაქსიმალური მინარევებისგან, აქვს შეზეთვა-ჩამორეცხვის უკეთესი ფუნქცია, შესაბამისად მაქსიმალურად იცავს ძრავს. ნაკლებად სქელდება ყინვის დროს და უძლებს მაღალ მუშა ტემპერატურას.
,,მინერალური ზეთი“ (როგორც წესი, შეფუთვაზე დატანილია წარწერა Mineral)
ზეთი მინერალური საფუძვლებით, ძირითადად მიიღება ნავთობის გადამუშავებიდან. მინერალური ზეთი სხვა ზეთებთან შედარებით იაფია, თუმცა არ აქვს ისეთი მაღალი სამუშაო მონაცემები, როგორც სინთეტიკურ ზეთს. ის ვერ უძლებს მაღალ დატვირთვას და ძალიან სქელდება ყინვის დროს.
,,ნახევრად -სინთეტიკური ზეთი“ (როგორც წესი, შეფუთვაზე დატანილია წარწერა Semi-Synthetic) ეს ზეთი წარმოადგენს შუალედურ მაჩვენებელს სინთეტიკურ და მინერალურ ზეთებს შორის. ნახევრად-სინთეტიკური ზეთი შექმნილია მინერალური ზეთის საფუძველზე, მაგრამ დამატებული აქვს გაცილებით მეტი მინარევი, რითაც მისი მუშა კოეფიციენტი მიახლოვებულია სინთეტიკური ზეთის მუშა კოეფიციენტთან, ღირებულებით კი მასზე იაფია.
ავტომობილის ძრავის ზეთები ერთმანეთისგან ორი მთავარი პრამეტრით განსხვავდება. ამ პარამეტრებით დგინდება ზეთის გამოყენების და ჩასხმის წესი.
1) დიზელის ძრავები; ძველი ბენზინის ძრავები; ახალი ტურბოდიზელის ძრავები და ა.შ.
2) სიბლანტე-ტემპერატურის მახასიათებლებით.
ზეთების კლასიფიკაციების მიუხედავად, ყველა ზეთი კალისფიცირდება ერთი სტანდარტით. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული სტანდარტებია : SAE და API.
სიბლანტე-ტემპერატურის მახასიათებლების კლასიფიკაცია ხდება მხოლოდ SAE (Society of Automotive Engineers) სტანდარტით. SAE მაჩვენებელი არეგულირებს კონკრეტული ზეთის სიბლანტეს. დღესდღეობით გაყიდვაში არსებული ზეთების უმეტესობა უნივერსალია და გამოიყენება როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. მათი კლასიფიკაცია SAE აღინიშნება ორი რიცხვით, რომელთა შორის გამოიყენება ასო W. მაგალითისთვის: 10W-40. W ასო აღნიშნავს, რომ ეს ზეთი გამოსადეგია ზამთრისთვის. მის წინ არსებული რიცხვი (10) მიუთითებს დაბალ ტემპერატურაზე სიბლანტის მაჩვენებელს. (უხეშად რომ ვთქვათ, როგორ ყინვას უძლებს ეს ზეთი). მეორე რიცხვი (40) აღნიშნავს მაღალ ტემპერატურაზე სიბლანტის მაჩვენებელს (რამდენად მაღალ ტემპერატურას უძლებს ზაფხულში). იმ შემთხვევაში, თუ ზეთი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულში, მაღალ ტემპერატრურაზე, შეფუთვაზე დატანილი იქნება მსგავსი მონაცემები: SAE 30. ამ ზეთის გამოყენება ზამთარში დაუშვებელია.
ზეთის კალსიფიკაციების გაშიფვრა (განმარტება)
დაბალ ტემპერატურაზე სიბლანტის მაჩვენებელს აღნიშნავენ შემდეგნაირად:
0W- ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) ყინვის დროს -30; -35 გრად. C
5W- ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) ყინვის დროს -25; -30 გრად. C
10W- ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) ყინვის დროს -20; -25 გრად. C
15W- ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) ყინვის დროს -15; -20 გრად. C
20W- ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) ყინვის დროს -10; -15 გრად. C
მონაცემები აღებულია ტესტირებიდან და შეიძლება შეიცავდეს მინიმალურ ცდომილებას გრადუსებში.
მაღალ ტემპერატურაზე სიბლანტის მაჩვენებელს აღნიშნავენ შემდეგნაირად:
30 - ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) მაღალი ტემპერატურის დროს +20; +25 გრად C
40 - ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) მაღალი ტემპერატურის დროს +35; +40 გრად C
50 - ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) მაღალი ტემპერატურის დროს +45; +50 გრად C
60 - ზეთის გამოყენება შესაძლებელია (ვარგისია) მაღალი ტემპერატურის დროს +50 და ზემოთ გრად C
რაც უფრო დაბალი რიცხვი, მით უფრო თხელია ზეთი. რაც უფრო მაღალი - მით უფრო სქელი. აქედან გამომდინარე, მაგალითად 10W-30 შესაძლებელია გამოვიყენოთ ისეთ გარემო პირობებში, სადაც ყინვა -20; - 25 გრადუსია, ხოლო სიცხე +20; +25 გრადუსი.
ძრავის ზეთის განმარტება API ციფრებით.
გამოყენებადი ზეთების კლასიფიკაცია ძირითადად ხდება API-სტანდარტით (American Petroleum Institute). API-ს აღნიშვნა გამოისახება ორი ასოთი (მაგალითად, SJ ან CF) აღნიშნულებიდან, პირველი ასოები აღნიშნავენ: S ბენზინზე მომუშავე ძრავს, C - დიზელზე. მეორე ასოები აკონკრეტებენ ზეთის გამოყენების პირობებს - თანამედროვე ძრავია თუ ძველი; ტურბინით თუ უტურბინოდ. თუ ზეთი აღნიშნულია API SJ/CF, მაშინ ეს ზეთი გამოიყენება როგორც ბენზინზე მომუშავე ძრავზე, ისე დიზელზე მომუშავე ძრავზე მოცემულ კატეგორიაში.
API-ს აღნიშვნა ბენზინზე მომუშავე ძრავებისთვის.
SC ავტომობილი გამოშვებული 1964
SD ავტომობილი გამოშვებული 1964-1968
SE ავტომობილი გამოშვებული 1969-1972
SF ავტომობილი გამოშვებული 1973-1988
SG ავტომობილი გამოშვებული 1989-1994 ექსპლუატაციის რთული პირობებისთვის
SH ავტომობილი გამოშვებული 1995-1996 ექსპლუატაციის რთული პირობებისთვის
SJ ავტომობილი გამოშვებული 1997-2000 უკეთესი ენერგოეფექტური მახასიათებლებით
SL ავტომობილი გამოშვებული 2001-2003 გახანგრძლივებული ექსპლუატაციის ვადით
SM ავტომობილი გამოშვებული 2004 დან, SL + დაჟანგვის მიმართ მაღალი მდგრადობა.
API-ს აღნიშვნა დიზელზე მომუშავე ძრავებისთვის.
CB - ავტომობილი 1961-მდე. საწვავში გოგირდის მაღალი შემცველობით.
CC - ავტომობილი 1983-მდე. რთულ პირობებში მუშაობისთვის.
CD - ავტომობილი 1990-მდე. საწვავში გოგირდის მაღალი შემადგენლობით და რთული პირობებში სამუშაოდ.
CE - ავტომობილი 1990-მდე. ტურბინიანი ძრავისთვის.
CG-4 - ავტომობილი 1990-მდე. ტურბინიანი ძრავისთვის.
CH-4 - ავტომობილი 1998-მდე. მაღალი ტოქსიკურობის დროს (USA)
CI-4 - თანამედოვე ავტომობილები, ტურბინით, EGR კლაპანით
CI-4 PLUS - თანამედოვე ავტომობილები, ტურბინით, EGR კლაპანით, მაღალი ტოქსიკურობის დროს.
SEA 5W-40 --- კლასიფიკაცია სიბლანტე-ტემპერატურის მახასიათებლებით.
API SJ/CD --- კლასიფიკაცია ექსპლუატაციის მახასიათებლებით.
ACEA A3-96; B3-96 --- ევროპული კლასიფიკაციის ექსპლუატაციის მახასიათებლებით.
CCMC G-5/PD2 --- ევროპული კლასიფიკაციის ექსპლუატაციის მახასიათებლებით.
Volkswagen 500.00 и 505.00 (11/92) --- დამატებითი სპეციფიკაცია მწარმოებლისგან. Porsche, BMW, Mercedes-Benz 229.1
ევროპაში მეტწილად გამოიყენება ACEA (ევროპული ავტო-მწარმოებელთა ასოციაცია). ხშირად მათი მოთხოვნა ზეთის ხარისხის მიმართ იკვეთება API-ს მოთხოვნებთან. თუმცა ბევრად მკაცრი მოთხოვნები აქვთ ზოგი კრიტერიუმის მიხედვით. ზეთი ბენზინის და დიზელის ძრავებისათვის აღინიშნება ასოთოებით A/B, გარკვეული რიცხვით ასოს შემდეგ. და რაც უფრო მაღალია მოცემული რიცხვი, მით უფრო მაღალია მოთხოვნა ზეთის მონაცემების მიმართ. მაგალითად: ზეთი ACEA A3/B3 კლასიფიკაციით, ასევე აქვს API SL/CF კლასიფიკაცია, თუმცა გამოყენებადი ტურბინიანი მაღალი დატვირთვის ძრავზე ევროპელები ვალდებულნი არიან აწარმოონ მაღალი ხარისხის და მაღალ დატვირთვებზე გათვლილი ზეთი, განსაკუთრებული დაცვის და მინიმალური სიბლანტის მახასიათებლებით. (რათა შეამცირონ ცვეთა და გააუმჯობესეონ ეკოლოგიური მაჩვენებელი). მაგალითად: ზეთი კლასიფიკაციით ACEA A5/B5 რიგი პარამეტრებით შეიძლება აღმოჩნდეს ბევრად ძლიერი ვიდრე API SM/CI-4.
ასევე არსებობს ზეთის კლასიფიკაცია ISLAC (საერთაშორისო კომიტეტი, შექმნილი ამერიკელების და იაპონელების მიერ) მიხედვით. თუმცა ყველა ხარისხის სტანდარტი ISLAC-ის მიხედვით, გამომდინარეობს API სტანდარტებიდან. ზეთი ISLAC კლასიფიკაციით GL-1 გამოიყენება ბენზინზე მომუშავე ძრავებზე და შეესაბამება API SH კლასიფიკაციას. ზეთი GL-2 გამოიყენება ბენზინზე მომუშავე ძრავებზე და შეესაბამება API SJ კლასიფიკაციას და ISLAC GL-3 გამოიყენება ბენზინზე მომუშავე ძრავებზე და შეესაბამება API SL. ასევე იაპონური ავტომობილები, რომლებიც მუშაობენ დიზელზე შესაძლებელია დაჭირდეთ JASO DX-1 კლასიფიკაცია, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ მოთხოვნებს მაღალი დატვირთვის ქვეშ მომუშავე იაპონურ დიზელის ძრავებს.