davitashvili_mishoკი ჩვეულებრივ ამორტიზატორებზეა. მართლ არაფერიაქვს საგანგაშო და რამე გამორჩეული..
ერთადერთი გადაცემათა კოლოფია კააარგად შესამოწმებელი რო მერე არ დაგტანჯოს..
თუ გინდა დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდი, ზოგად ფასებს მოგწერ ყველაფრის და გეცოდინება

+ სხვასაც გამოადგება ასაწონ-დასაწონად.. თან რჩევასავით იქნება მეგობრული..
რასაც ჩამოვწერ ეს არის ის პირველი ნაბიჯები რაც უნდა გაკეთდეს პირველივე რიგში, რათა მწყობრში იყოს მანქანა, შენს ხელში იყოს და ზედმეტი პრობლემები აირიდოთ + არ აგინოთ ეს რა გამომადგაო
1. თუ გადაცემათა კოლოფი კარგად მუშაბს და ზეთი ახალი სეცვლილი აქვთ ხო კარგი, თუ არა და 1 ლიტრი ზეთი ჯდება 30-50 ხარისხის მიხედვით, ჩადის 9 ლიტრი (თან ძირითადად კატალოგი ვარიატორის ზეთს აგდებს და ეგ ზეთი არ ჩაასხათ!!!) +ფილტრი 80-150 გააჩნია როგორი აყენია, მაგ მოდელებზე სამნაირი ფილტრი აყენია გადაცემათა კოლოფში + შეცვლის ხელობა 80 ლარი სრული გამოცვლით (სრული გამოცვლის გარეშე არ გამოცვალოთ ზეთი!!!)
2. ძრავუს ზეთი ხომ უნდა შეცვალოთ ჩადი 4.5 ლიტრამდე, მინიმუმ 5-40 უნდა ჩაასხათ ტურბინიან ძრავში და ეს ზეთი სადღაც 80-100 ლარი ჯდება ხარისხის მიხედვით + ზეთის ფილტრი 15-25 ხარისხის მიხედვით. +5-7 ლარი ხელობა შეცვლის.
3. ძრავის ღვედი და როლიკები. ძრავის ღვედი ჯდება 50-80 ლარი ხარისხის მიხედვით. + ორი პატარა როლიკი ცალი 30-45 ლარი ცალი + დიდი როლიკი 85-100 ხარისხის მიხედვით. + ხელობა 80 ლარი
ეს ჩამოწერილია ის რაც 100% გასაკეთებელი როცა იყიდით, რადგან თქვენს ხელში იყოს ავტომობილი დ აიცოდეთ რა დროს რააქვს გაკეთებული და მშვიდად იყოთ, თორე საქართველოში სხვის ნდობა ცოტა ძნელია, ჩამოყავთ და სად რას და რა ხარისხისას ასხავენ იქამდე სანამ გაყიდიან რო კაცმა არ იცის.

იმედია ყველას გამოადგება.
ანუ პირველადი დანახარჯი 500$ ადის დაახლოვებით. თუ მექანიკა იქნება განახევრდება, რადგან გადაცემათა კოლოფის ზეთი+ფილტრი+ზ\ხელობა მარად წეწავს. მაგრამ რო არ გამოცვალოთ საშიშია, ბევრმა ხელოსანმა იცის, დარტყმებს სანამ არ დაიწყებს დაიკიდეო, მაგრამ მერე ან უშველის გარტყმებს ზეთის გამოცვლა ან არა

რაც შეეხება ხადავოის (ეს ძირითადად ყველა მწყობრშია, ძალიან უმნიშვნელოდ პატარა დაზიანებების გარეშე)
ზედა გიტარები (ცალ მხარეს დგას 2 ცალი) ანუ ჯამში 4 ცალი. ცალის ფასი 30-45 ლარი (მაგრამ შეიძლება რაზვალნი ტულკა იყის გამოსაცვლელი და ის ტულკა იაფი ღირს
ქვედა გიტარა სწორი ჯამში 2 ცალი (მარჯვენა-მარცხენა) ცალის ფასი 70-100 ხარისხის მიხედვით. ამ ვარიანტშიც შეიძლება მხოლოდ ტულკა იყოს დაზიანებული და იაფი ღირს
ქვედა გიტარა მოხრილი ჯამში 2 ცალი (მარჯვენა-მარცხენა) ცალის ფასი 60-80 ხარისხის მიხედვით. ამ ვარიანტშიც შეიძლება მხოლოდ ტულკა იყოს დაზიანებული და იაფი ღირს
სტერჟინები ჯამში 2 ცალი, ცალი ღირს 20-30 ხარისხის მიხედვით (დაზიანებული ამ მოდელზე არასდროს მინახავს)
ნაკანეჩნიკები 2 ცალი. ცალის ფასი 25-30 ხარისხის მიხედვით, ზოგჯერ ზიანდება და იპრესება

უდარნები 2 ცალი. ცალის ფასი 20-25 ლარი ხარისხის მიხედვით (ეს დაზიანებული არასდროს მინახავს)
მოკლედ ესაა სრული სია რაც შეიძლება როდისმე დაგჭირდეს

მაგრამ სავალ ნაწილზე არ ინერვიულო, ბევრია კლუბში მაგ მოდელით 3-4 წელია ხადავოიზე 100 ლარი ქონდეთ დახარჯული. მართლა გამძე გამოვიდა, ის ადრე იყო ნაგავი ხარისხის, მეორე კვირასი რო ზიანდებოდა თუ გამოცვლიდი

არ ვგულისხმობ წვრილმანებს... პერიოდულად ჰაერის ფილტრის სეცვლა (სასურველია ზეთის შეცვლასთან ერთად) სვეჩების შეცვლას და ესე

მოკლედ აქედან რამე თუ დაგჭირდება შეგიძლია შემეხმიანო და თან დაგეხმარები და თან შეღავათი იქენაბ როგორც ნებისმიერ ფორუმელზე.
მანქანის ნახვასაც თუ დააპირებ, სანზონამდე თუ მოხვალ გადაცემათა კოლოფსაც შეგიმოწმებ დ აკომპიუტერზეც (რათქმაუნდა ჯიგრულად და უფასოდ )
levan777888220000-230000 კმ გამოდის.
რაც შეეხება რესურს. არავიტარი პრობლემა, მანქანას თუ არ უვლიდა გარბენს არ აქვს მნიშვნელობა, ასევე თუ უვლიდა. სულ ახალ მანქანაზე 1 კვირაში შემიძლია ტურბო დავაზიანო და მოვლით უსასრულოდ ვამუშაო, ამიტომ გააჩნია პატრონი როგორ უვლიდა.
და რესურს, ძრავის რესურს რაც შეეხება ტურბინიანი ძრავი ყვეელაზე გამძლე ძრავებია ვიდრე ატმოსფერული, უტურბინო და მხოლოდ გარბენის გამო არ შეიკავო თავი თუ კარგ ფასა გაზლევს და კარგი მოვლილია ამქანან.
აუფ რამდენი ვწერე