georgitoმექანიკაზე არ მაქვს საუბარი, თუ მექანიკა გყავს ძალიან დიდი პრობლემა გაქვს მოხსნილი. 
არ ვსაუბრობ ავტომობილის სიფიცხეზე და სხვა პლიუსებზე,
მაააგრამ არც ავტომატიკა (ტიპტრონიკი) არაა ურიგო, კომფორტისთვის და სიამოვნებისთვის. ეს უკვე შეხედულებიდან გამომდინარე 

რაც შეეხება ტიპტრონიკს, ძალიან გამძლე გადაცემათა კოლოფებია თუ თავიდანვე უვლიდნენ, მითუმეტეს აქ რო ჩამოიყვანენ და მას მერე თუ უვლიან. 
ბევრი მაქვს შემთხვევა, აქ ყავთ უკვე 3-4 წელია აუდი ტიპტრონიკით მაგრამ ზეთის შეცვლა არ დაუწყიათ. 
საყურადღებოა ის რა რჩევასაც აქ აძლევენ მატორისტები და სხვა ვითომ მცოდნე ხელოსნები!!! ანუ გარტყმას როცა დაიწყებს მერე გამოცვალონ ზეთი 

 რაც უკვე ძალიან დიდი შეცდომაა.  დარტნას თუ დაიწყებს, ან უშველის ზეთის გამოცვლა, ან არა. ზალიან დიდი რისკია.
თუ იყიდეთ და გარტყმა აქვს, გამოცვალეთ ზეთი. ეგრევე შედეგს არ იძლევა და ეგრევე გული არ დაგწყდეთ რო არ უშველა, 300-400 კილომეტრის გავლა მაინც უნდა, თვინში კარგად რო შეაღწიოს ზეთმა და ამის შემდეგ მოგცემთ განსხვავებას.
მოკლედ ძალიან რო არ გამიგრძელდეს საუბარი ამაზე, თუ ნახავ ისეთ აუდის, რომელსაც გარტყმა და დაგვიანება არ ექნება სიჩქარეების შეცვლის დროს ეს უკვე კარგია, თუ ნახავ და იყიდი, ძრავის ღვედთან ერთად ეგრევე ბარემ ზეთი უნდა გამოუცვალო გადაცემათა კოლოფში, თუ ესე მოიქცევი არავითარი პრობლემა არ გექნება არასდროს.
თუ ოდნავი გარტყმა აქვს ან დაგვიანება სიჩქარეების შეცვლის დროს, მაშინ არაა გამორიცხული ზეთის გამოცვლამ უშველოს მასაც, მაგრამ თუ არ უშველა ესაა ცუდი.
ეს იმას არ ნიშნავს რო ვსიო და გაფუჭდა, არა. ეგრე შეიძლება 5 წელიც იაროს, მაგრამ უკვე ის კომფორტი და სიამოვნება აღარ აქვს, თან შეიძლება ერთ დილასაც აღარ წავიდეს 

ამიტომ კარგად უნდა შეამოწმო გადაცემათა კოლოფი სანამ იყიდი. ყველაზე უმნიშვნელო დაზიანებით და უბრალო ტვინის გაწმენდით დაგიჯდეს 500-600 ლარი გარტყმების პრობლემის მოგვარება, ყველაზე დიდი პრობლემით 1000$ ან ახალი გადაცემათა კოლოფი (ნუ მეორადი დაშლილებში) ან მექანიკაზე გადაყვანა.
მინდა ავღნიშნო, რომ 2005 დან გამოსულ მოდელებში, ანუ B7 კუზაოებში ბევრად გამძლე გადაცემათა კოლოფები დგას, ტიპტრონიკები, მაგრამ პატარა მინუსიც აქვს, თუ B6-ის გადაცემათა კოლოფის გარტყმებს 80% ზეთის გამოცვლა შველის B7 კუზაოებში ეს სადღაც 10% შველის, მგრმა 80% გამძლეა ვიდრე B6ში.
არც ესაა პრობლემა, ამასაც შეგიმოწმებ თუ დაგჭირდა, იგვიანებს თუ არა ან როგორ რთავს. ამასწინად მეგობარმა იყიდა, შევუმოწმე და გარტყმა ქონდა, ამის გამო 500$ კიდე დაგვიკლო 

რეალურ ფასზე საუბარი ძნელია, გააჩნია რა მდგომარეობაშია. 3 დღის წინ სხვა მეგობარმა 2700-ში იყიდა, მაგრამ ხელი აქვს შესავლელი, კიდევ ერთმა ნაცნობმა 3600 იყიდა ბევრად მაგარ მდგომარეობაში, ხო ხვდები ეს უკვე გემოვნებით და მოვლიდან გამომდინარეა 
 l-e-v-a-n
l-e-v-a-n2.0 კი წინა წამყვანია ძირითადად, მაგრამ ძალიან იშვიათად არის კვადრო სისტემითაც. ეს ჩავარდნაზეა. როგორც ზემოთ ავღნიშნე 3.0 არ გინდა და ეცადე 1.8ტ იყიდო.
l-e-v-a-ngeorgitoთუ ყიდულობთ ეცადეთ იყიდოთ 2003 წლის ზემოთ რადგან 2002-2003 წლიანებს ელექტროობის პრობლემა აქვს ქარხნულად.
რაში გამოიხატება ეს პრობლემა, ანუ მილებდან კილომეტრებზე თუ გადაიყვანთ შეიძება გაითიშოს ცენტრალური ჩაკეტვა, ან შუშების აწვა-დაწევა უკანა კარებებზე და ეს უკვე დიდი პრობლემაა. როცა ამხელა თანხას იხდით ჩემი აზრი, მანქანა იდალური უნდ აიყოს.. მაგრამ თუ მილებზე ყოფინის პრობლემა არ აგქვთ მაშინ ეგაც შეიძლება, სხვა პრობლემა არ აქვს.
webdesigner93შეკრებით ყოველ საბათს, ასტრა პარკთან ვიკრიბებით 6 საათიდან 
 
 რაც შეეხება შენს პრობლემა, პლიტი პრობლემა აგქვს. მეც ახალი მიყენია პლიტა+დისკი+ ვიჯიმნოი, მაგრამ 1 კვირაში უკვე გაუჭირდა პირველში და ზადნში ჩაგდება.. ხან უჭირს, ახან არა 

 თუ თოვლში მომიწია ცოტა გართობა ხო მაშინ საერთოდ უჭირს ამ ორ შიჩქარეში ჩაგდება 

 სხვა სიჩქარეებს არ აქვს არავითარი პრობლემა. ამიტომ შეიძლება ახალი მაგრამ მაინც. ხდება ხოლმე. ან უნდა სეეგუა, ან უნდ აგამოცვალო ხელახლა