მეც ეგრე მითხრეს რო ეგ რამ გაყიდინაო

მექანიკა N42B18 მყავს (E46 316). ჰოდა ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ მთლიანად მანქანის და ძრავისაც

საკმაოდ ეკონომიურია, წვით ტრასაზე 5 ლიტრს წვავს, როცა საშუალო სიჩქარე 100 მაქვს. აგრესიულად თუ ვატარე, 140-160 ის ფარგლებში, მაშინ მაქსიმუმ 7-7.5 ზე ადის. ქალაქში 8 დან ზევით წვავს, გააჩნია მარშუტს, ვაკე-საბურთალოს პროპკებში, ალაგ-ალაგ 1-2 ის გაწურვით 10 ლიტრამდე ადის წვა. აჩქარებაში 316 ია რაა

ნუ 210 -ს კეტავს (კატალოგით 210 აქვს მაქს. სიჩქარე ). თვითონ ძრავს რაც შეეხება, ზეთს 5/40-ს ვასხავ LL01 დაშვებით, ვუცვლი სადღაც 6-7 K კმ-ს შორის. შეცვლიდან შეცვლამდე დაახლოებით 1 ლიტრ ზეთს ვამატებ. ბენზინს მხოლოდ ლუკოილის პრემიუმს ვასხავ, 1-2 ჯერ მომიწია ევრო რეგულარის ჩასხმა, არ ჰქონდათ პრემიუმი და ჩემდა გასაკვირად უფრო მეტი გამატარა, ვიდრე პრემიუმმა. მაგრამ მაინც პრემიუმს ვასხავ

ავტომატიკა/ტიპტრონიკის ყიდვა უაზრობაა ამ ძრავებზე, ერთს ვიცნობ, ტიპტრონიკი ჰყავს და ზაფხულში 12 ლიტრზე ქვევით ვერ ჩამოდის ქალაქშიო, მერე გაზზე გადაიყვანა და უკმაყოფილოა, კარგად ვერ მუშაობს გაზზეო.
მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი ვარ და პატიოსნად მემსახურება ვალვეტრონიკი, ჩემი აზრით მაინც M სერიის ძრავიანის ყიდვა ჯობია, ნაწილებიც იაფია უფრო, ხელობაც და ზოგადად უფრო გამძლე ძრავებიცაა, ოღონდ 2.2 (320-520) არ იყიდო, იგივეს წვავს, რასაც 2.5 და 3.0 ძრავები.
შლანგების დაბერვაზე წერდა ვიღაცა, ჩემსას ცხელზეც კი არ ებერება შლანგები, სულ ოდნავაც კი არ ბერავს. რა თქმა უნდა ანტიფრიზი მისხია.