გაუმარჯოს კარგ ხალხს. მოკლედ 2-3 დღე ვერ შემოვიხედე და იმხელა პოსტები დამხვდა სანამ ბოლოში ჩავედი კინაღამ გული შემიწუხდა

))
ესეიგი ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიგიღიათ, რაჭაში მე 4-5 რიცხვები მირჩევნია, რადგან 11-12-ში ოჯახი მიმყავს რაჭაში და თქვენს მარშუტს ვერ ავუბავ მხარს მაგ დროს.

ეხლა რაც შეეხება მარშუტს და მანძილს: ესეიგი თბილისი-ონი არის გრუბად რომ ვთქვათ 300 კილომეტრი.
გასვლა დილის 6 საათზე უნდა მოხდეს თბილისიდან თუ გვინდა, რომ ბევრი ლამაზი ადგილი მოვინახულოთ:
თანმიმდევრობას, მე ესეთ ვარიანტს შემოგთავაზებთ:
1. ნაქერალას უღელტეხილზე ცხრაჯვარი არის აღმართული და მანდ მივიდეთ პირველად, ძალიან მაგარი ხედი იშლება და მართლაც კარგი ადგილია, მითუმეტეს ჩვენი ჯიპებისთვის კარგი სავალი იქნება.
2. შეგვიძლია სანამ შაორთან მივალთ საყინულეს ვესტუმროთ, გამოქვაბულია სადაც მთავარ დარბაზში მუდამ 0 გრადუსია.
3. ნიკორქმინდის ეკლესია.
4. ხოტევის ეკლესია.
5. ბარაკონის ეკლესია.
6. ონი და მისი სანახაობა, შეგვიძია მდინარე ჯეჯორზეც გავგრილდეთ ნამგზავრები ხალხი

7. უწერა და მჟავე წყლები.
8. შოვი.
9. ბოლოს მრავალძალი და ტბაზე დავბანაკდეთ კარვებით.
იქნებ სანდროც შემოვიდეს და თუ რამე გამომრჩა ჩაამატებს. ეს არ არის საბოლოო ვარიანტი.
ჩემი გათვლებით მინიმუმ 450 კილომეტრი უნდა ვიანგარიშოთ ერთი მხარე მეორე მხარეს 400 კმ. გაზის ზაპრავკა ბოლო არის თერჯოლაში. თერჯოლიდან გრუბად, რომ ვთქვათ 250 კილომეტრის გავლა მოგვიწევს, რომ ისევ თერჯოლაში დავბრუნდეთ.
პ.ს. მხოლოდ რაჭაში ვაპირებთ წასვლას ხომ? თუ ლეჩხუმშიც?