მოკლედ თქვენ თემაში მოღვაწენი ამ საკითხში უკვე სპეცები ხართ (უკვე მრიცხველის განულებაც კი აითვისეთ )

მაგრამ რადგან "გამეორება ცოდნის დედააო" და თან მეზობელი თემისთვის ვიწვალე თქვენც გამოგადგებათ

ძრავის ზეთი ძრავის კონსტრუქციის ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პარამეტრები წინასწარ არის განსაზღვრული ძრავის შექმნის დროს. ამიტომ, განსხვავებული ძრავის მოდელებს ზეთების მიმართ განსხვავებული მოთხოვნები აქვთ და შესაბამისად, ძრავის ზეთის სწორად შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი ავტომობილის ხანგრძლივი და ხარისხიანი მუშაობისათვის.(ნუ დაუჯერებთ ზეთის რეალიზატორებს ყველა ცდილობს მეტი მოგება ნახოს. დაიმახსოვრეთ კარგად "ვაჭარმა" არ იცის ნაცნობის-ნაცნობი, ნაცნობი ან ნათესავი მისთვის ყველა "კლიენტია" რომელიც უნდა შეაბას, რათა გასააღოს საქონელი

)
სასურველია ჩაისხას ორიგინალი ზეთი NISSAN Strong Save X გამონაკლის შემთხვევაში კი ისარგებლეთ შემდეგი რეკომენდაციებით:
1. ზეთი ჩვენს ძრავებში უნდა ჩაისხეს API (ძრავის სამსახურის კლასიფიკაციის სისტემა) SL, SM ან SN S... სპეციფიკაციის(რაც უფრო მომდევნოა ალფავიტით S-ის შემდეგ ლათინური ასო მით უფრო თანამედროვეა ზეთი). წარწერა აღნიშნულია ზეთის ჭურჭელზე.
2.ზეთი უნდა იყოს SAE 0W-20 ან 5W-30 სიბლანტის.SAE (Society of Automotive Engineers – ავტო ინჟინერთა ასოციაცია) ზეთის სიბლანტის განმსაზღვრელი სტანდარტია. იგი აჩვენებს სიბლანტის დამოკიდებულებას ტემპერატურაზე, . აღნიშვნა W (Winter-ზამთარი) გვამცნობს რომ ზეთი
მულტიგრეიდულია და ყველა სეზონზე სამუშაოდაა განკუთვნილი. წარწერა აღნიშნულია ზეთის ჭურჭელზე.
3.ზეთი უნდა იყოს ILSAC GF-4 ან GF-5 სტანდარტის (რაც უფლა მაღალი ციფრია მით უფრო თანამედროვეა ) წარწერა აღნიშნულია ზეთის ჭურჭელზე, მაგრამ აუცილებელია ქომნდე ILSAC-ის ლოგო (თუ არ აქვს ლოგო და ისე აწერია მაინც არ აქვს შემოწმება გავლილი ამ სტანდარტზე)
This post has been edited by qwertyuiop on 10 Oct 2015, 23:31
მიმაგრებული სურათი