გუშინ გადავავსე ისევ ბაკი და ერთი უცნაური რამე შევნიშნე.
მინდოდა მენახა "პისტალეტის" პირველი გათიშვიდან რამდენი ჩავიდოდა გადავსებამდე და ჩემი ფეხები

გათიშა თუ არა, გადმოისხა ეგრევე და მაქსიმუმ 0.5 ლიტრი თუ ჩავიდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ამ გადავსებიდან მივედი სამუშაოზე, საღამოთი დაახლოებით 1 წუთი დაჭირდა გახურებას და მიევდი სახლში.
ამ გადავსებიდან გავიარე სადღაც 5კმ-მდე. 3 ლიტრიანით მქონდა შემონახული ბენზინი და მინდოდა 10კმ-ზე ზუსტი ხარჯი დამეთვალა.
მოკლედ ვასხავ ამ 3 ლიტრიანიდან ბენზინს და მიდის და მიდის. არ ივსება

სადღაც 2.4 ლიტრი ჩავიდა. და კიდე უცნაური ის იყო, რომ 1-2 წუთი რო ვაცადე ბაკის ყელში დონე კიდე იწევდა ნელ-ნელა.
სად მიდის ამდენი არ ვიცი, მაგრამ დავასკვენი შემდეგი:
1. გასამართ სადგურზე გავსებისას, პისტოლეტი ერთსა და იმავე ადგილზე არ ითიშება.
2. რომც გაავსოთ პირამდე ბაკი, ის მაინც არ იქნება 100% სავსე.
არ ვიცი, შეიძლება ბაკის რამე ისეთი კონსტრუქციაა რომ სადღაც გადადის მერე, მაგრამ მე ჩემი ცდა მაინც არ გამომივიდა გუშინ

5 ლიტრიანით უნდა ვიყიდო ბენზინი და მერე ვცდი კიდე.
ხოდა კიდე ტევადობას რაც შეეხება.
წითელ ანთებულიდან გავიარე სადღაც 30 კმ და რო გადავავსე ჩავიდა 38 ლ-მდე.
ან კალონკაზე იტყუებიან (ერთსა და იმავე კალონკაზე ვასხავ სულ. რომპეტროლი რუსთავი) და ან ბაკი რამდენ ლიტრიანია ვეღარ გავიგე.