+1000% გეთანხმები. გაზი არის საერთოდ (არაქარხნულს ვგულისხმობ, თორემ ქარხნული სხვა თემაა)ისეთი მძღოლებისათვის, რომელსაც წელიწადში აქვს დიდი განარბენი, დადის უმეტესად საქალაქთაშორისო "რეისებზე" და თან მანქანა არის მისთვის გადაადგილების საშუალება.ვინც არის დრაივის მოყვარული, რა ძრავზეც არ უნდა დააყენოს გაზი, ყოველთვის უკმაყოფილო იქნება.
საკუთარი მაგალითი: მყავდა ტურბინიანი მექანიკა FORESTER XT, უბრალოდ გადაადგილების გარდა, მაქანის ტარებისგან ვიღებ სიამოვნებას, მითუმეტეს ჩქარი მანქანის

ეკონომიური პირობების გამო გავყიდე ტურბინიანი, ვიყიდე უფრო ძველი მოდელი უტურბინო მექანიკა S20 ფორესტერი და ჩავაყენე მეოთხე თაობის გაზის აპარატურა. 1 წელი ნევროზი დამემართა, გავიარე 22 000 კმ იმ აპარატურით. ბოლოს მანქანა გავყიდე და ისევ ტურბინიანს ველოდები.
თუ მანქანა გინდა იყოს გამართული გაზის აპარატურაზე საჭიროა: ყოველ 10 000-ზე (მაქსიმუმ და ისე უფრო ხშირად) ცვალო გაზის ფილტრი (20 ლარი), ჩემსას 22 000-ზე დაჭირდა მთელი სისტემის (ბალონიან-რედუქტორიანად) გამორეცხვა (120 ლარი და შედეგი ის ვერ მივიღე რაც მინდოდა, გაზზე გადამრთველი კლაპანი იჭედებოდა და ისევ ზეთიანი იყო), 2-ჯერ ნასტროიკა (20-20 ლარი), 22 000-ზე სვეჩების გამოცვლა (100 ლარი DENSO IK22 ირიდიუმები), სილიკონის "პრავოდკის" ყიდვა (110 ლარი რომ გამორიცხულიყო არევა "პრავოდკის" გამო). მომავალში დასჭირდებოდა კლაპნების რეგულირება ( 50 000-ზე უნდაო, მაგრამ ვატყობ ჩემსას უფრო ადრე მოუწევდა, 150 ლარი მინიმუმ), უფრო მალე დაიწყო ზეთის გამოსვლა გალოვკის კრიშკის სალნიკებიდან სვეჩებში (ცოტა, მაგრამ დაყენებამდე არ ჰქონდა), ზეთის ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბენზინზე მუშაობისას (ზეთის ტემპერატურის დაჩიკი მეყენა), ძრავის სიმძლავრემ მოიკლო 15-20%-ით (გაზზე), ანუ დადიოდა კარგად ავტობანზე ანუ ერთი მუდმივი სიჩქარით მაგ დროს არ ეტყობოდა გაზ-ბენზინს შორის განსხვავება, ქალაქში ნევროზი დამმართა იმან რომ მანქანა არ "მიდიოდა", რის გამოც ხშირად ბენზინზე ვრთავდი ისევ რომ ნორმალურად ევლო. გაზი მეყენა იტალიური, გასწორებული იყო კარგად. უბრალოდ სიმძლავრი მოკლებას აშკარად ვგრძნობდი და მე ეს არ მომწონდა.
მიღირდა კი გაზის დაყენება? გადავიხადე 1800 ლარი, დამატებითი ხარჯები ჩამოვწერე,
22 000 კმ-ზე დამჭირდებოდა (საშუალოდ 10ლ 100კმ-ზე) 2200 ლიტრი ბენზინი. ეგ დაახლოებით (1 ლიტრი 2.05 ლარი) 4500 ლარია.
22 000 კმ-ზე დამჭირდა საშუალოდ (ქალაქში 15 ლარით 150 კმ-ს გავდიოდი) 2200 ლარის გაზი. დავდიოდი უმტესად ქალაქში, საქალაქთაშორისო რეისები არ მიწევდა დიდად.
გაზზე დავხარჯე ჯამში საშუალოდ 1800+2200=4000 ლარი (დაყენება+საწვავი) აღარ ვანგარიშობ დამატებით ხარჯებს რაც ზემოთ ჩამოვწერე, ეგ ბენზინზეც შეიძლება დამჭირვებოდა. რა შეღავათი მივიღე? 500 ლარის? (უხეშად ვანგარიშობ)
ამასთან ერთად მივიღე ის რომ:
1. მანქანა ისე არ დადის როგორც უნდა დადიოდეს
2. სულ იმის შიშში ხარ რომ სადმე არ გაეპაროს გაზი ან ცუდ ავარიაში არ მოყვე რომ ბალონის დაზიანების გამო ტრაგიკულად არ დამთავრდეს ყველაფერი.
3. გაზის გასამართ სადგურებში გიწევს ყოველ 150-200 კმ-ში შესვლა და ისევ იმის შიშში ხარ არ გასკდეს ბალონი (ჩვენთან ხომ გაზის გასამართებიც ყველა ნორმებს იცავენ

)
4. უფრო მალე გამოდის მწობრიდან ძრავის ყველა ნაწილი და მცირდება ძრავის რესურსი.
5. შემცირდა საბარგულის მოცულობა, ფორესტერში რომ საბარგული განახევრდება, თავის პლიუსს კარგავს ნაწილობრივ.
6. უფრო მალე გამოვიდა მწყობრიდან უკანა ამორტიზატორები (მუდმივად 90 კგ-ს ატარებ თან)
ალბათ გამართლებული იქნებოდა წელიწადში ჩემი განარბენი რომ ყოფილიყო 50 000 კმ-ზე მეტი, მაგრამ საადამდე გაძლებდა ძრავი?
შემდეგ მანქანაზე გაზის დამყენებელი აღარ ვარ, მექნება ფული ვივლი მანქანით, არ მექნება ფეხით ვივლი. რასაც ვივლი სიამოვნებით და შიშის გარეშე ვივლი მაინც