მოკლედ დღეს მანქანისთვის მოვიცალე და დავხსენი მთელი წინა მხარის პლასმასები პირველი თაობისგან განსხვავებით მეორეს უკეთ გაუკეთეს და ისე იხსნება რო მერე ზაზორებშიც იდეალურად ჯდება
შევცვალე სვეჩები ნგკ რაც ეყენა მართლა ძაან დონე რამეებია 120000 გავლილი აქვს და დადიოდა იდეალურად რაც უწერია რესურსი კაცურად იარა მაგეებმა
ეხლა დენსო დავაყენე ირიდიუმი რესურსი 100 აქვს ამეებს. სხვაობა ვერ ვიგრძენი წვას დავაკვირდები.
სხვა რავი რასაც მივწვდი ყველაფერი გავუწმინდე.
ჟანგის მოსაშორებელი სერიოზული ქართული წარმოების ხსნარი გავჩითე ძალიან მაგარია გამოვცადე და დავრწმუნდი დვ40 და სირობებს ბევრად ჯობია.
გასაღებზე კიდე მასე რაც პროგრამდება არის მხოლოდ გაღება ჩაკეტვა
დღეს ჩემი გამოჩარხა გასაღები ვატრიალებ არ ქოქავს
ჩემი გასაღები გადავატრიალე დაქოქა ეგრევწ
თურმე ამ ვითომდა უბრალო გასაღებსაც ჩიპი ქონია შიგნით და მაგის გარეშე სხვა გასაღებს არ იკარებს ხოდა უნდა დავაპროგრამებინო რაშიც 60 80 ლარი მოითხოვეს და ნამეტანი ხომ არ მოინდომეს?
ხო წვას ვაკვირდები და ბევრი რო არ გავატრაკო 8 უნდა თბილისში
თუ ვინმეს დამშვიდება და თავის მოტყუება უნდა გავახარებ და დავუწერ 6.5 მაქსიმუმ 7 წვავს ბრატ