156-ზე ქარხნული აყენია და აკუმულატორის ყოველ მოხსნაზე, კოდს უნდა შეყვანა, ოღონდ რესტაილინგია.
გილოცავთ ყველას ძველით ახალ წელს. კარგი წელი ყოფილიყოს ყველასთვის.
დღეს საბარგულის და კარების "ზაზორები" გავასწორე. იხურება მგელივით, ახალი ამორტიზატორებიც მივუყენე საბარგულს და თავისით იღება ბოლომდე დაუხმარებლად. მანქანა არის შესანიშნავ ფორმაში, სულ მქონდა ეჭვი მარჯვენა მხარეს ლანჟერონზე, მითუმეტეს წინა კარები ქვედა მხარეს მთელ სიგძეზე შეწეული იყო შიგნით. მოვხსენი კარები და ქვედა პეტლზე სპეციალური თხელი რეზინები აქვს რომელიც მარტო 1 ცალი ეყენა, მეორე მხარეს 2 ცალი, თხლად გამოჭერი ლითონი წავუშაიბე და იდეალურ, ქარხნიდან გამოყვანილივითაა ყველა ზაზორი კრილოების გარდა. მაგასაც გავაკეთებ 225 რეზინამ დაღუნა საშვილიშვილოდ.
კიდევ ერთი დაკვირვება, 2002 წლიანია მანქანა იაპონური და კარების რეზინები ისეთი დამჯდარია, ჩემსას შევადარე, გადმოვიტანე კიდევაც, უხარისხოებია, ბანძი რეზინია, რომ დახურავ მაცივარივით იხურება კოხტად, ჩემი კი მძიმედ რეზინებს ებრძვის დახურვისას თუმცა ადვილად იკეტება, ყველა საკეტი გავასწორე. პირველი გამოშვებები უფრო ხარისხიანი მასალით იყო, ტრასაზეც ეტყობა, ქარის ხმა უფრო ოშემოდის ახალში.
წინა კარებზე ეტყობა ქვედა მხარეს , ზოლი არ ჩანს სრულად, უკანა კარებს უნდა ცდებოდეს, რომ ტალახი არ შევიდეს, საბარგულსაც ეტყობა. "ზაზორების" გასწორება ყოფილა მართლა რთული.
* * *
Gio707მეც გეთახმები, მაგრამ ამ სიცივეში ბაზალეთზე რა წავა, მალე მოთბება და აუცილებლად, ბაზალეთთან საუკეთესო ხაჭაპურები ვიცი მმმ, რსტორანიც კარგია, მაგრამ ხაჭაპური სასწაულია, ჩვენი ყოფილი მინისტრი მაგ ხაჭაპურისთვის დადიოდა იქ
This post has been edited by Zgarbi1 on 13 Jan 2016, 23:36