სალამი კლუბს
მოკლედ მოიხოდა ჩემი მანქანა როგორც იქნა. მადლობა ნიკას
Edante ყურადღებისთვის და დახმარებისთვის




ესეთი მანქანა გამოვიდა საბოლოო ჯამში
შაბათ კვირას გავტესტე ძრავი, გომბორზე გადავიარე ყველაფერი კარგად მუშაობს.
ეხლა რაც შეეხება პირველ შთაბეჭდილებას
1.ჯიპის პირობაზე ძრავი ძალიან კარგია, აღმართშიც საკაიფოდ ყოფნის ძალა.
2.ჯიპის პირობაზე საერთოდ არ ქანაობს.
3.არ ჭრიალებს, არ ბრახუნობს სალონი.
4.სიმაღლე იმხელა აქვს თუ სერიოზულ ოფროადზე არ გინდა ამ მანქანის ლიფტინგი არის სისულელე, სამოყვარულოდ და ისე გასართობად მშვენიერი სიმაღლე აქვს.
5.გვერდითა სარკეები აქვს ძალიან დიდი, რაც გიმარტივებს უკან სიარულს, თან პარკინგები და უკანა ხედვის კამერა ისე მუშაობს თუ დებილი არ ხარ უკან ვერაფერს დაეჯახები.
ეხლა რაც არ მომეწონა.
1. ფარები და განათება აქვს კატასტროფული. იმხელა ფარები უყენია და "ბლიჟნი" საერთოდ ვერ ანათებს (ალბათ ქსენონები გამოასწორებს სიტუაციას).
2. მუსიკალური სისტემა ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე (გამოვასწრებთ მაგასაც პატარა ბასავიკი, გამაძლიერებელი)
3. წინა ბალკა თუ რაც აქვს საქარე მინასა და კარებს შორის "სტოიკა" აქვს უშველებელი, სერიოზულად ფარავს ხედვის არეს (მიჩვევის ამბავია ალბათ

)
4. წვა ეს რაღაცა კატასტროფაა

. ამ მანქანის ბენზინზე ყოლა სუფთა მაზოხიზმია. რა ხელფასი უნდა გეყოს რო ეს ბენზინზე იყოლიო მე არ ვიცი.
ეხლა მთავარი
როდის გავტესტოთ რაზდატკა და მაიმუნობები.
თეთრი კი კარგია მაგრამ ტალახიც არ აწყენდა

.
This post has been edited by rsmaan on 20 Jul 2015, 15:28