ბიჭებს გაუმარჯოს, მოკლედ წინა გვერდებზე ვწერდი აბსის და ასც ს პრობლემა რომ მქონდა
დიაგნოსტიკამ აჩვენა წინა მარცხენა აბსის დაჩიკი, კონტაქტი არ აქვსო . 4 სხვადასხვა დაჩიკი დავაგეთ და მაინც ერთიდაიგივეს წერდა.
ფაქტია აბს ის ბლოკი იყო 001 კოდით
რომელშიც დაშლილებმა მომთხოვა 400 ლარი
ელექტრიკმა კი თუ გავაკეთებ 100 150 ლარიო
მოკლედ არც 150 ლარი მქონდა, არც ნერვები და მითუმეტეს არც 400 ლარის გადახდის სურვილი ვიღაცის ნახმარ ნაწილში რომელიც დღედღეზე შეიძლება გაფუჭდეს
მოკლედ მოვხსენი ჩემი გაფუჭებული აბსის ბლოკი, 6 ბოლტზეა ადვილად იხსნება,
ეხლა მთავარი იყო, ბლოკის ხუფში შეღწევა, რომელიც დახურულია და გახსნა შეუძლებელია გაუჭრელად.
ვიყიდე ის დანები, ბრიტვის მსგავსი რომ არის, მივედი სახლში, ავანთე გაზქურა. გავახურე დანა, და დავიწყე ნელნელა ხუფის მოჭრა, მაგრამ ძალიან ფრთხილად, შიგნით სქემა რომ არ დამეზიანებინა, მოკლედ 15 20 წუთში თავი მოხსნილი მქონდა ბლოკისთვის. გამოვედი დავქოქე ჩემი მანქანა, რომელსაც არც სპირომერტი უმუშაობდა არც ეკომაიზერი არც აბს და არც ასც, მივედი ტელეფონების ხელოსნებამდე, აი ტელეფონების სქემებს რომ აკეთებენ, ვაჩვენე ჩემი სქემა, ჯერ ვერ მოწვეს რ აიყო საერთოდ, მეთქი შემიმოწმეთ მიკროსკოპის ქვეშთქო.
შეამოწმეს და აღმოჩნდა რომ სამი ცალი ძალიან წვრილი შნური გაწყვეტილი იყო ბლოკში, თვალით უხილავია, მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს კარგად.
მოკლედ დაზიანებული შნურები შევაცვლევიე სპილენძის ძალიან წვრილი მართულებით, ყველაფერი იდეალურად რომ აეწყო, დავუტოვე 10 ლარი. წამოვიღე ეს ჩემი ბლოკი სახლში, რომელიც არ ვიცი ჯერ კიდევ იმუშავებდა თუ არა, მოვედი სახლამდე, დავაგე, ზაჟიგანიის გადაწევისთანავე მანქანამ ჩააქრო აბსიც და ასცეც, არავითარი დიაგნოსტიკა და განულება არ დაჭირდა, ძალიან გამეხარდა, გავიქეცი ვიყიდე ლაბავოის გერმეტიკი რომ მოჭრილი ხუფი დამემაგრებინა ისე ბლოკზე რომ წყალი არ ჩასულიყო, ეგეც იდეალურად გავაკეთე. მაგრამ სანამ გერმეტიკი წავუსვი ჯერ ხუფი ბლოკზე, ანუ პლასტმასი პლასტმაზე გახურებული დანით დავაწებე, ხელი რომ არ შეეშალა დაგერმეტიკებაში. ავაწყე ყველაფერი , გავედი გასატესტად, ხრეშზე ძალიან მაგარი ტორმუზები დავარტყი რამოდენიმეჯერ, მერე ასფალტზეც, მოცურებაც გამოვრთე ვადრიფტავე, რავი ყველაფერი ვუქენი და არ აუნთია არაფერი საერთოდ, ყველაფერი იდეალურად მუშაობს, იმედია ასეც გაგრძელდება.
მოკლედ ეს ყველაფერი დავწერე იმის გამო რომ ბევრს აქვს აბსის პრობლემა რომელიც სულ რაღაც 15 ლარად გვარდება.
ნუ გადაიხდით 400 ლარს ნახმარ ნაწილში და ნურც 100 ლარს გადაუხდით აფერისტ მანქანების ელექტრიკს, რომელიც იმას რაც ტელეფონის ხელოსანმა 10 ლარად დიდი სიხარულით გამიკეთა 100 და 150 ლარად აკეთებს, ან საერთოდ ვერ აკეთებს.
ყველას წარმატებები და თუ ვინმეს რამე კითხვა გაგიჩნდეთ, მომწერეთ.
ძალიან კი გამიგრძელდა წერა
This post has been edited by streptocidum on 5 Sep 2015, 19:39