rezusi2მაგას ეძახიან "ხვასტავიკს" , ისე ვისკომუფთა ჰქვია

სიმტომები: ბოლომდე აღებულ საჭეზე (არ ააქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს) როცა ძრავ მანქანას, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ დაშვებულ საბურავზე დადიხარ, ერთხელ იმდენად სერიოზულად გაიჭედა ჩემთან რომ ღრჭიალის და ტკაცუნის ხმებიც ჰქონდა, მეგონა ხიდი ჩაიშლებოდა

თუ არ გააკეთებ, დროთა განმავლობაში ძალა დაადგება ხიდს (უკანას) და შეიძლება ჩაშალო, ყოფილა შემთხვევები რომ ისე გადახურებულა (ისედაც გაჭედილი) ვისკომუფთა რომ ჩამთვრეულა შიგნით ის თხელი ფირფიტები რაც შიგნით ააქვს და ეს ნამტვრევები გადაცემათა კოლოფში "გადმოაფურთხა" (რუსების ფორუმებზე წაკითხულს ვწერ). ვისკომუფთის ფასი 150 ლარიდან იწყება. დაუყენებლად ვერ შეამოწმებ, ასე რომ ვისაც გამოართმევ დაამეტკინე რომ მისაბრუნებელი არ გაგიხდეს

ესეც თვითონ ვისკომუფთა
* * *
უნდა ჩახსნა კარდანი, ჩამოღვარო ზეთი გადაცემათა კოლოფიდან, ბოქსებში, "გლუშიწელიც" მოხსნეს მთლიანად, დანარჩენი მოხსნი გადაცემათა კოლოფის დამჭერებს, მერე კოლოფის უკანა მხარეს ჩამოწევით (მანამდე ჩახსნი რიჩაგთან დამაკავშირებლებს), მოკლედ ვინმე რომ დაიხმარო 2-3 საათში გამოცვლით, მარტოს გაგიჭირდება, კოლოფზე დახმარება დაგჭირდება. რომ შემოგთავაზონ ვისკომუფთის დაშლა, გაწმენდა და ზეთის ჩასხმა, არ დათანხმდე, პრობლემა მოგიგვარდება, მაგრამ ბლოკირება აღარ გექნება

მოკლედ "საშიში" არაფერია
მიმაგრებული სურათი