გაუმარჯოს კაი ხალხს,ერთი პატარა ამბავი

... 2 დღის უკან პატარა რო ჩამოთოვა,არ დავკარგე დრო და მე ჩემი ზარბაზანათი

და ჩემი მეგობარი უსაზღვროდ დალიფტულ აწეული ფორესტერით პოსლე რაბოტი წავედით ჭილი დიდგორის მიმართულებით.სოფელი დიღმიდან ავედით, კარგი ქარი და გაყინული თოვლი დაგვხვდა ჭილამდე არ მისული, ნუ სუბარუ კი იცით თოვლში რისი მაქნისიცაა მაგარია ოხერი თოვლში, მე ჩემ ზარბაზანაზე

არცთუისე კარგი საბურავი მიყენია,უკან განსაკუთრებით, ნუ პირველი სანამ მურტალ აღმართებს მივადგებოდით,მინდვრები საკაიფოდ იყო დათოვლილი და დავიწყეთ მაღალ სიჩქარეზე 60-80 ით სრიალ ბზრიალი და მაგრადაც გავერთეთ.. ამ სრიალ ბზრიალის და ბუღრაობის დროს რაღაც ძალიან მაწუხებდა უსაბრთხოების ღვედი,მიჭერდა და მიჭერდა, რომ გავჩერდი "პასაჟირს" დაგავხედე და ვუთხარი რაღაც რემენი მახრჩობსთქო, გაიცინა მეც მაგ დღეში ვარო და მეგონა რო ვსრიალებდით ლაყლაყის დროს მომეჩვენა დაჭიმულობაო,მოვუშვი რემენი და ისევ მოვსინჯეთ სრიალ ბზრიალი და იგივე დაგვემართა... ნაღდად არ მეგონა რომ თუ მანქანა ტრაექტორის დაკარგვისას რემენს თავისით ჭიმავს და მაქსიმალურად აკრობს ადამიანს სავარძელზე, ეს ხდება მხოლოდ მოცურების დროს. ისე აღმართზე ბუქსაობისას არ აკეთებს ამას. გავოცდი და გახარებული დავრჩი
ეხლა მეორე ამბავი, ჭილი ტბის თავზე ცნობილი მაგარი დაქანების მქონე გორა რომ არის, კარგად იყო დათოვლილ მიყინული, ნუ ამოვწიე ჯადოსნური ნიკელის სახელური, მივადექი აღმართს და დავძარი კიკდაუნით, ნუ იქ ამბავი ატყდააა... 8 ცილინდრი სრული ბრუნებით,და ქუადრა დრაივი სრული სერიოზულობით ამოიქოქა,
სულ ღუღუნ-ღუღუნით ავედი, ძალიან გამიკვირდა და გამეხარდა რომ ასე უპრობლემოდ ავიდა ზარბაზანა

..და დაშვებაზე კიდე უფრო ვიკაიფე,ჩამოვიტანე სიჩქარე 1-ში და დავეშვი, ისე ბრთხილად და დინჯად ჩამომიყვანა უტორმუზოდ რომ ერთი არ გაცურებულა ზედმეტად.. ნუ არ ვიცი ისეთი კმაყოფილი დავრჩი ამ მანქანით..
საღოლ შამქმნელებს და დამპროექტებლებს

.. ამავდროულად მოვიდნენ 2 ფრონტერა და ერთი ჰაილუქსი, ფრონტერამ იწვალა,იბუქსავა და კი ავიდა წვალებ წცვალებით, ჰაილუქსი კი კარგად ავიდა, მაგრამ ზარბაზანასავით დამაჯერებლად ვერცერთი ვერ ავიდა..
აქამდე რავ 4,ცე-ერ-ვე,გრანდ ვიტარა, და ტერიოსი მყავდა, ნუ პადობნი არაფერი მინახავს, 20 წელია რულთან ვზივარ, ოფფ როადზეც გამოვდიოდი ერტი პერიოდი და რავიცი,ბევრი მანქანა მიტანჯ მიწამბია, მაგრამ ეს სულ სხვაა

...
ესაა ჩემი კომენტარი

პატივისცემით ჯიპის მიმართ

* * *
ხო იმასაც დავწერ რომ ერთი კაი გუბე-ტალახ ტულახია ჭილამდე არ მისული, გავაქანე და ჩავხტი, ჩავხტი და დავრჩი ჰაერშიდაკუდებული საბურავებით, კალეის სიღრმე ვერ შევაფასე

და მეგობარმა დამისუბარბუქსირა

დღემდე ბლატაობს ზარბაზანა სუბარუთი დავიბუქსირეო

: )

მაგრამ არც მე დავრჩი ნაკლში