აბა გამარჯობა

ამა წლის მაისის ბოლოდან მეც ჩავდექი ბუნების დამცველთა რიგებში

და შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ჯერ ყველაზე მღელვარე თემა, წვა

ზაფხულში კონდიციონერით 44 MGP, აცივების შემდეგ 36 MPG. ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო როცა გორიდან თბილისამდე ჩემმა მეუღლემ ატარა 70-80 კმ/სთ-ით - 56 MPG.
ვიყიდე ამათგან - www.geomotors.ge, საკმაო ხანია ამ მანქანებზე მუშაობენ და ნაწილებიც აქვთ - geoparts.ge, აკუმულატორებზე 1 წლიან გარანტიას იძლევიან.
ამერიკის სურათები თვითონვე მანახეს, წინა და უკანა ბამპერებზე მარჯვენა მხარეს ქონდა ოდნავ შეჭეჭყილები. ამერიკის გარბენი 185000 მილი.
მაისში თეგეტას ქონდა ჰიბრიდების უფასო კომპიუტერული დიაგნოსტიკა და შევამოწმებინე, ძირითადში ყველაფერი კარგიაო და მიაწვნენ სტანდარტულებს, მატორის ზეთის შეცვლა (110 ლარი), კოლოფის ზეთის შეცვლა (არ მახსოვს), დროსელის გაწმენდა (45 ლარი), ჰიბრიდის აკუმულატორების კლემების გაწმენდა (მგონი 150 ლარი), სვეჩები (თითო 45 ლარი, ღადაობენ აშკარად

), მარჯვენა ნაკანეჩნიკიო (ფასი არ მახსოვს) და ფილტრები რაღაც საშინელ ფასებში.
აქედან იქ გამოვცვალე მხოლოდ მატორის ზეთი და რადგან ზეთის გამოსაცვლელად მანქანა მაინც აწეული ქონდათ სავალი ნაწილიც შეამოწმეს უფასოდ.
სვეჩები მე თვითონ გამოვიწერე rockauto.com-დან, რასაც ტოიოტაში ყიდიან დენსოები თითო 5.35 დოლარად. მეგობარმა შემიცვალა უფასოდ.
ნაკანეჩნიკიც გამოვიწერე, 80 ლარი დამიჯდა ჩამოტანიანად და ჩემს ხადავიკთან რომ მივიყვანე (წლებია დავდივარ და სრულიად ვენდობი) არაფერიც არ არის გამოსაცვლელი, კიდევ კარგა ხანი გატარებსო. მიდევს ეხლა ტყვილა

ჰაერის და სალონის ფილტრიც იქიდანვე გამოვიწერე თეგეტას ფასებთან შედარებით კაპიკებში და მე თვითონ გამოვცვალე.
აღმოვაჩინე რომ კრუიზ კონტროლი არ ირთვებოდა, სადაც ვიყიდე იმათმა გამაგზავნეს დიღომში ბელიაშვილის 1 ნომერში სახელოსნოში და აღმოჩნდა რომ რულის შლეიფში 2 სადენი იყო გამწყდარი. ბათუმიდან ჩამომიტანეს 40 ლარად (ძალიან იაფია) და გამოცვლა 30 ლარი დამიჯდა.
რაღაც მოუვიდა წინა მგზავრის ღვედის საკეტს, ძნელად ჩადის. რაც ამან აურია წინა მგზავრის აირბაგი 2-3 დღე მუდმივად ჩართული იყო, ამის მერე კი აქამდე მუდმივად გამორთულია, როგორც მითხრეს სასწორმა აურიაო. რამე კავშირში თუა ღვედის ჩამკეტის გაფუჭებასთან ვერ დავადგინე. ამისთვის აქამდე არ მიმიხედია.
მანქანის დაქოქვისას ზოგჯერ არ ირთვება პატარა ეკრანი, რომელზეც სპიდომეტრია. არ ირთვება თავისი ყველა მაჩვენებლით რაც პანელზეა, ამ დროს ასევე არ რთავს არც უკანა ხედვის კამერას, არ ითვლება გარბენი და შესაბამისად წვა. უჭირს გამორთვაც

პაწა მახინაციები ჭირდება, კარგი ვიწვალე და თან ვინერვიულე პირველად რომ მოუვიდა. ამის მიუხედავად მანქანა დადის ჩვეულებრივად. ჩართვა-გამორთვა არ შველის. თავისით სწორდება 3-4 საათის მერე. კარგა ბლომად ფორუმები გადავქექე ინგლისურიც და რუსულიც და დავადგინე რომ არის პრიუსის ბრაკი

ტოიოტას სპეციალური დოკუმენტიც გადმოვწერე, სადაც აღიარებს ბრაკს და 9 წლის მანძილზე უფასო გამოცვლას გვპირდება. ჩვენ ცენტრებში არ მიკითხია ჯერ. არადა საკამოდ ძვირი ნაწილია. აკეთებს გაურკვეველი პერიოდულობით, ეხლა მაგალითად 1 თვე არ უქნია. ერთხელ 1 დღე მთლიანად ეგრე ვიარე.
ბენიზნის ავზს რაც შეეხება, რაც ფორუმებზე ვნახე, რეკომენდირებულია 3 კუბიკს რომ არ ჩამოცდეს და ყოველთვის სრულად შევავსოთ. წინა თემაში წერდით ვასხავ და არ ემატება მაჩვენებელსო. ზუსტად ეგრე მომივიდა თავიდან და ბოლომდე რომ შევავსე ეგრევე გამოსწორდა. ოღონდ ეს ეხება მხოლოდ ამერიკულებს!!! რადგან ამათ რაღაცნაერი კუმშვადი ბაკი აქვთ, ანუ როცა ბენზინი იცლება ესეც იკუმშება თუ რაღაც ეგეთი, ვერ გავერკვიე ბოლომდე

ამან ასევე იცის ჩეკის ანთება, რაც წავიკითხე და სწორდება იგივენაერად. მე 2 თვის წინ მომივიდა, როცა ტალოებით ჩასხმაზე გადავედი და ავზს ბოლომდე არ ვავსებდი. ამინთო ჩეკი, წავედი მერვე პოლკში (Hybrid.ge, ვისგანაც ვიყიდე იმათთან თანამშრომლობს, საიტი ეხლა გათიშულია გადაუხდელობის გამო

), მოკლედ კომპიუტერით ამომიგდო პრობლემები ბენზინის ავზში, თუ რაღაც მაგასთან დაკავშირებული, კომპიუტერით ჩამიქრო და მეორე დღეს ისევ აინთო. მე გამახსენდა ფორუმზე წაკითხული და შემდეგი ჩასხმისას ავზი ისევ გავავსებინე, ჩეკი 1-2 დღეში თავისით ჩაქრა და აღარ ანთებულა.
ვასხავ ვისოლის ეკო რეგულარს.
დეკემბერში იმედია დროსელს გავაწმენდინებ და ვნახავ მერე წვას. ასევე მაინტერესებს ვინმეს თუ გაუწმენდინებია ჰიბრიდის აკუმულატორის კლემები და რამე შედეგი თუ გამოუღია ამას წვის ამბავში.
ამჯერად სულ ეს არის, თუ რამე გამახსენდა კიდე დავწერ.