ბენზინის წვაზე მეც შემჩნეული მაქვს ეგ უცნაური ფენომენი. რატომ იტყუებიან ვერ გავიგე , თავს იიმედებენ თუ გასაყიდად ამზადებენ მანქანას? 

 რა მანქანა არ მყოლია საბჭოთადან დაწყებული, მერე გერმანია, ბოლოს პრიუსი და ჩემ ხელში ყოველთის რატომღაც ბევრს წვავენ, თანაც გამართული მანქანები 

.
პრიუსზე რეკორდი არის ჩემთვის 4ლ 100 კმ - ზე. მივაღწიე ქუთაისი - ქობულეთი - ქუთაისი გზაზე, მაგრამ სპეციალურად ნელა ვიარე, გადასწრებებზე ჩაჭირებების გარეშე და 70-90 კმ/სთ რეჟიმში.
სტანდარტულად, ყურადღებაც რომ არ მივაქციო ეკონომიის რეჟიმს, ქუთაისი-თბილისი-ქუთაისი ნორმალური სიარულით, (ზოგადად წყნარი სიარული მიყვარს, კანონს არ ვარღვევ და 110-120 - კმ/სთ - ს არ ვაცილებ) მჭირდება 5 ლიტრი 100 კმ ზე. 
ქალაქში მჭირდება 5,5, მაქსიმუმ 6 ლიტრი 100 კმ - ზე. 
ბენზინს ვასხამ უკვე 4 წელია 92 ოქტანობისას, რომპეტროლის ევრორეგულარს, ან ლუკოილს. თავიდან 95 ოქტანობაც ვცადე, მაგრამ სხვაობას არ იძლევა წვაში და რატომ მეხადა მეტი, მშვენივრად მუშაობს 92 ზე და ეს კიდე ერთი პლიუსია ეკონომიურობისკენ.
კონდიციონერი წვას ოდნავ უმატებს ქალაქის პირობებში, ტრასაზე საერთოდ არ მოქმედებს წვაზე, რადგან კომპრესორი ბატარეიებზე აქვს. 
This post has been edited by diakoni on 29 Aug 2016, 07:40