#46115069 · 2 Nov 2015, 22:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jorjicka11
QUOTE | მე გამოვიწერე.....კი ეგ ნომერი მიდის და სადღაც ჯამში 80ლარი დამიჯდა თავის შეცვლით |
სად შეცვალე? levanijeki
უპატიოსნესი მანქანაა. უპრეტენზიო, უპრობლემო, გამძლე სავალი ნაწილით. ძრავი, სავალი ნაწილი და ა. შ. თუ ფორმაშია, მთავარია, ჰიბრიდის სისტემა იყოს მწყობრში და მანქანას ბენზინის და ზეთის გარდა არაფერი არ უნდა. არ უნდა დაგავიწყდეს მანქანის კლასი და დანიშნულება. იგივე არ უნდა მოსთხოვო, რასაც ც და ე კლასს მოსთხოვდი ან ა6-ს ან 3-ე სერიას. სედანის გაბარიტების მქონე ჰეტჩბეკია და ოჯახს ჰყოფნის. ხუთი კაცის ჩასმა და საბარგულის ბარგით გავსება არაა ამ მანქანის საქმე, მით უმეტეს, არც ტრადიციული ქართველი ვაჟკაცის უმაღლესი პილოტაჟი. რაც შეეხება ექსპლუატაციას, ქალაქშიც და ტრასაზეც აღმართს, დაღმართს, სველს და ტალახსაც კი თავისუფლად ართმევს თავს, აღარაფერს ვამბობ მანევრირებაზე (ეს საერთოდ რომელ იაპონურს უჭირს). მაღალ სიჩქარეზეც თავი გადასარევად უჭირავს. თოვლი ჯერ არ გამომიცდია.
არ ვიცი. ალბათ სიმძიმეზე 360კგ-იანი შეზღუდვა.
QUOTE | 7500 კილომეტრზე რატო ჩირდება? ეგ ხო ქალაქში სანახევროდ ელექტრო ძრავით დადის? 7000 კილომეტრზე ტიდაზე ვცვლი. |
არც ეს ვიცი. ალბათ ზეთზეცაა დამოკიდებული.
QUOTE | ამ ზომის და კლასის მანქანისთვის ალბათ ყველაზე ეკონომიური |
და ხარჯეფექტური
This post has been edited by JSB14BSJ on 2 Nov 2015, 22:48
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|