Ravenშენს მანქანას უდგა შიდა წვის ძრავი, რომელიც მუშაობს ბენზინზე. თუ არ გჯერა, შეგიძლია კატალოგში ჩახედო

ასევე არსებობს ძრავი, რომელიც მუშაობს დიზელის საწვავზე. მაგრამ ვინმემ რომ დიზელის ძრავში ბენზინი რომ ჩაასხას, ან პირიქით, ბენზინის ძრავში დიზელის საწვავი, ეჭვი არ გაგიჩნდება ამ ადამიანის გადაწყვეტილების სისწორეში ? თუ მოიწონებ, კარგიაო ?
და რა გასხვავებაა ძრავში დიზელს ჩაასხამ თუ ბენზინზს ? ორივე ხომ ძრავია ?
ალბათ იცი, რომ განსხვავება არის შეფრქვევის სისტემაში, კლაპნების ზაზორებში, პრაკლადკის სისქეში, გალოვკების გამტარობაში და ა.შ.
ასევე არის ძრავები, რომლებიც მუშაობენ გაზზე. ისინიც განსხვავდებიან იგივენაირად ბენზინის და დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავებიდან. ანუ განსხვავებული შეფრქვევის სისტემა აქვთ, კლაპნების ზაზორებიც განსხვაებულია, გალოვკების გამტარობაც სხვა აქვს და ა.შ.
რატომ არის ეგრე ?
იმიტომ რომ სხვადასხვა საწვავს სხვადასხვა კუმშვის ხარისხი აქვს და მასთან შესაბამისობაში არის მთლიანი ძრავი აწყობილი.
რას ნიშნავს ეს ?
ეს ნიშნავს იმას, რომ ქარხნიდანვე მკაცრად არის განსაზღვრული, თუ რა სახის საწვავზე უნდა იმუშაოს ძრავმა.
შენ კი ადექი, უხეშად ჩაერიე მანქანის მუშაობის პრინციპებში, ატყუებ მანქანის კომპს, ძრავს უყენებ დამატებით ინჟექტორებს, აყენებ გაზის რედუქტორს და აიძულებ ძრავს იმუშაოს იმ საწვავზე, რომელზეც არ არის გათვლილი. თუმცა, აყენებ გაზის მექანიზმების სამართავ კომპიუტერს, რადგან გულის სიღრმეში მაინც გინდა რომ ძრავმა კარგად იმუშაოს და მისი (კომპიუტერის) საშუალებით, მაქსიმალურად ცდილობ მიუახლოვო ძრავის მუშაობის რეჟიმი ბენზინის საწვავის მიწოდების სისტემასთან, მაგრამ კარგად იცი, რომ რაც არ უნდა მაქსიმალურად მიუახლოვო, მაინც რჩება მცირე პროცენტული მაჩვენებელი, ძრავის მიმართ გაზის საწვავის შეუსაბამობის გამოსახატავად.
შესაბამისად, თუ ბენზინზე მანქანა უპრობლემოდ იმუშავებს გარკვეული დროის განმავლობაში. გაზზე იმუშავებს შედარებით ნაკლებ დროს, იგივე პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე.

მოდი ერთ კითხვას დაგისვამ: ავიღოთ ჩვეულებრივი ჟანგიანი რკინის ნაჭერი. თAვისუფლად შეიძლება ამ ნაჭერის ისეთ კონდიციამდე დაფქვა, რომ არ იქნება შვრიის ფაფაზე მსხვილი, რომელიც შეიძლება ბავშVობაში ბევრი გიჭამია.
წინ რომ დაგიდონ 2 თეფში, ერთი შვრიის ფაფით სავსე და მეორე იგივე დაფქული ჟანგიანი რკინის ნაჭერი.
რომელს შეჭამდი ?
მოდი მე ვუპასუხებ: შვრიის ფაფას ! თუ ვცდები, შემისწორე.

ჰოდა, შენ აკეთებ არჩევანს, იმის მიხედვით, თუ რომელი საკვები არის შესაბამისი შენს კუჭის მონელების სისტემასთან.
რატომ უზღუდავ მანქანას იგივე არჩევანის გაკეთებას ?
რადგან რკინის ნაჭერია უბრალოდ და თვლი, რომ უნდა გემსახუროს ?
მეც ახალი აკუმულატორი ვიყიდე, ოპტიმასი და დავისვენე რასაც ჰქვია

სურათზე ლეგასია